ახალი ამბები

საუცხოო ქიმიური ექსპერიმენტები

11 Nov 2019

ევროპულ ბაღში გრძელდება მშობლის კვირეული. 8 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ალექსანდრე ღლონტის დედა, ქიმიკოსი სოფო ფაცაცია, კოლეგასთან თეა სიხარულიძესთან ერთად. მათ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს საოცარი სანახაობა მოუწყვეს ქიმიური ექსპერიმენტების სახით.

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

07 Nov 2019

კვირეული შეეხება უკვე შესწავლილი თემებიდან ერთ–ერთ ქვეთემას "პროფესიები".6 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ელენე კაპანაძის დედა, ექიმი ნინო გამეზარდაშვილი.ის ბავშვებს ესაუბრა ადამიანის აგებულებასა და შინაგან და გარეგან ორგანოებზე. ბავშვებმა ნინოს დაუსვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი და საინტერესო პასუხები, ფონეიდოსკოპით მოუსმინეს გულისცემას... შეხვედრა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩვენი პატარებისთვის, რაზეც დიდი მადლობა ელენეს დედიკოს!

პირადი მენეჯმენტი

31 Oct 2019

დღეს ევრობულ საბავშვო ბაღში გვქონდა პრეზენტაცია თემაზე ,,პირადი მენეჯმენტი“. ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები ოჯახის წევრებს და ისაუბრეს განვლილი თემის შესახებ.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

16 Oct 2019

15 ოქტომბერს “ევროპულ საბავშვო ბაღში“ აღვნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. პედაგოგები ბავშვებს ესაუბრნენ ამ დღის შესახებ. პატარებმა ბაღის ეზოში წარმოადგინეს ჯგუფური ნამუშევრები და ექიმთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს ხელის სწორად დაბანის წესები.დაიბანეს ხელები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სტუმარი ბრიტანეთიდან

09 Oct 2019

გასულ კვირას “ევროპულ საბავშვო ბაღს“ პიპა ჰოუკინსი ბრიტანეთიდან ესტუმრა. პიპა ქალაქ ბრისტოლის საბავშვო ბაღის წამყვანი მასწავლებელია. მან დაათვალიერა ჩვენი ბაღი, ესაუბრა ბავშვებს და დაესწრო მიმდინარე აქტივობებს. მომავალში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვგეგმათ მჭიდრო თანამშრომლობას ბრისტოლის ბაღსა და “ევროპულ საბავშვო ბაღს“ შორის.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

02 Oct 2019

1 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.