ახალი ამბები
მოლოცვა!
21 Dec 2015ვულოცავთ MYP IX კლასის მოსწავლეს, ნინო კობაიძეს, მსოფლიო მასშტაბით ბრიტანეთის საბჭოს ცენტრებს შორის გამართულ ხატვის კონკურსში (12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) მეორე ადგილის მოპოვებას. ნინოს მიერ შესრულებული ნამუშევარი “ტროას ცხენი“ დაიბეჭდა ბრიტანეთის საბჭოს ახალ 2016 წლის კალენდარში და მას ყველა ქვეყანაში არსებული ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი იხილავს. ნინოს ასევე გადაეცა სიგელი. ვიმედოვნებთ, ეს გახდება მისი წარმატებული მომავლის საწინდარი!
ვულოცავთ!
21 Dec 2015შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩაატარა კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად. კონკურსში მაქსიმალური შეფასებით (50 ქულა) გაიმარჯვა "ევროპული სკოლის" ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა. გრანტის მენტორი (ხელმძღვანელი) გახლავთ "ევროპული სკოლის" დირექტორის პირველი მოადგილე, პროფესორი ავთანდილ გაგნიძე, პროექტის კონსულტანტი კი გახლავთ Paris 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარალდ ვერცი. პროექტში ასევე ჩართულია "ევროპული სკოლის" ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი გიორგი იაშვილი. პროექტის მასპინძელი ორგანიზაცია გახლავთ "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი". პროექტის კვლევის ობიექტს წარმოადგენს პოსტ-კვანტური კრიპტო სისტემების გლობალური გამოკვლევა, რაც დაკავშირებულია კვანტური კომპიუტერების შექმნის აქტიურ მუშაობასთან.
ყურადღება! ბრძანება
17 Dec 201514 დეკემბერი, 2015 წ. ,,ევროპულ სკოლაში” 2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შესახებ
"ევროპული სკოლა“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრი გახდა
17 Dec 20152015 წლის 8 დეკემბერს "ევროპულ სკოლას“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრის სტატუსი მიენიჭა. წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ CollegeBoard-ის ორგანიზების პოლიტიკაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებასა და პრაქტიკული ცვლილებების განხორციელებაში. დღესდღეობით CollegeBoard-ში გაწევრიანებულია მსოფლიოს 6000 ორ და ოთხწლიანი კოლეჯი, უნივერსიტეტი, უმაღლესი და საშუალო სკოლა. CollegeBoard-ის წევრები ღონისძიებებში მონაწილეობისას სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით. მათ ენიჭებათ პრიორიტეტი პროფესიული განვითარების სფეროში და, რაც მთავარია, პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით შეუძლიათ პირადი ურთიერთობა ჰქონდეთ განათლების დარგში მსოფლიო ლიდერებთან. "ევროპული სკოლა“ CollegeBoard-ის ოფიციალური წევრის სტატუსით მიწვეულია რეგიონალურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ბალტიმორში 27-28 იანვარს.
ყურადღება!
16 Dec 2015"ევროპული სკოლა" ამა წლის 29 დეკემბერს, 18.00 საათზე ეპატიჟება ყველა კურსდამთავრებულს. ერთად გავაცილოთ 2015 წელი. გთხოვთ, მობრძანდეთ!
ყურადღება!
16 Dec 2015საქართველოს 15 წლამდე ასაკის წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელშიც "ევროპული სკოლის“ მოსწავლე თეგა ჭეიშვილი თამაშობს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადიში, ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 8-ით 7 დაამარცხა ადგილობრივი კლუბი ,,პარტიზანი“. ვულოცავთ თეგას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.-->
ვულოცავთ!
09 Dec 20156 დეკემბერს ძიუდოს აკადემიის დარბაზში გაიმართა ღია ტურნირი კარატეში სახელწოდებით "ბრიუს ლი 75 წლისაა", რომელშიც ქართველებთან ერთად მონაწილეობა სომეხმა კარატისტებმაც მიიღეს. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს "ევროპული სკოლის“ PYP-ის Vb კლასის მოსწავლეებმა, ნინო და მიხეილ გაბაიძეებმა (მწვრთნელი - "ევროპული სკოლის“ კარატეს კლუბის ხელმძღვანელი გრიგოლ დარჩიაშვილი), რომლებმაც ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს. ვულოცავთ "ევროპულ სკოლას“ ამ დიდ წარმატებას! "ევროპული სკოლის“ადმინისტრაცია
კლასიკური მუსიკის II ფესტივალი "ევროპულ სკოლაში“
07 Dec 20152015 წლის 1-4 დეკემბერს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კლასიკური მუსიკის II ფესტივალი, რომელმაც შარშან დიდი მოწონება დაიმსახურა, ამდენად წელს მასში მოსწავლეთა გაცილებით მეტმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. საფესტივალოდ "ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქალბატონ ნანა მოსიძის ბრძანებით შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი და სპეციალური ჟიური, რომელსაც თავმჯდომარეობდა თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, "ევროპული სკოლის“ სიმღერის სტუდიის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე.