ახალი ამბები

ევროპული სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეული

02 Nov 2015

ევროპული  სკოლის  ინგლისური  ენისა  და ლიტერატურის  კათედრის  ღია  კვირეული ,, კითხვა  სიამოვნებაა’' 9 -13 ნოემბერი

ყურადღება!

25 Oct 2015

"ევროპულ სკოლაში“  მოსწავლეთა შორის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა  და შემსრულებელთა  წარმოჩენისა და წახალისების მიზნით ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი.    ფესტივალში მონაწილეობისათვის გთხოვთ, 15 ნოემბრამდე მიმართოთ კლასის დამრიგებლებს,ან ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს(ოთახიN5) ფესტივალი ჩატარდება სკოლის სააქტო დარბაზში 2015 წლის 1 დეკემბერს(შესარჩევი) და 4 დეკემბერს(დასკვნითი)ტურები.   ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა კომპოზიტორი: რუსუდან სებისკვერაძე  "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია 

არჩევნები 2015

23 Oct 2015

23 ოქტომბერს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები. კენჭს იყრიდნენ: მარიამ გობიანიძე (XI DP), გიორგი მაჭარაშვილი (Xბ) და ეკატერინე ბაქრაძე (XI AHS).   შედეგების მიხედვით თანაბარი ქულები დააგროვეს: მარიამ გობიანიძემ და ეკატერინე ბაქრაძემ. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწავლო წელს  "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თანათავმჯდომარეებად გამოცხადდნენ:  მარიამ გობიანიძე და ეკატერინე ბაქრაძე.   "ევროპული სკოლა“ ულოცავს მათ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!   გამჭვირვალე და წარმატებული არჩევნები "ევროპული სკოლის“ კიდევ ერთი გამარჯვებაა!                                                    

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა - კონკურსის "მოდის ახალი წელი“ შესახებ

20 Oct 2015

"ევროპული სკოლა“ აცხადებს მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების  ნამუშევართა კონკურსს საახალწლო თემატიკაზე.   ნამუშევრების მიღება შესაძლებელია 2015 წლის  24 ნოემბრამდე ხელოვნების კაბინეტში (ოთახი N4-8).   ნამუშევრები გამოიფინება  25 ნოემბრიდან სკოლის ფოიეში. მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით საუკეთესო  ავტორები დაჯილდოვდებიან  სპეციალური დიპლომებით, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებით დაიბეჭდება "ევროპული სკოლის“ საახალწლო მისალოცი ბარათები."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი

13 Oct 2015

ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 15:30 საათზე "ევროპულ სკოლაში“ ტარდება ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ფინალში ერთმანეთს ხვდებიან:I კატეგორია   - V PYP – VI MYPII კატეგორია  - IX MYP – IX AHSIII კატეგორია - X MYP - XI

აქცია "წითელ ჯვართან“ ერთად

09 Oct 2015

1 ოქტომბერს მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სკოლაში“ წითელ ჯვართან ერთად მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები დაეხმარნენ  ვარკეთილში მდებარე მოხუცთა სახლს.