ახალი ამბები

შეჯიბრი კალათბურთში

09 Oct 2015

7 ოქტომბერს "ევროპული სკოლის“ განახლებული კალათბურთის დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით შედგა თამაში 64-ე სკოლის ნაკრებსა და "ევროპული სკოლის“ ნაკრებს შორის. თამაში "ევროპული სკოლის“ ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით:  108:48.  

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი

08 Oct 2015

“ევროპულმა სკოლამ“ მონაწილეობა მიიღო პროექტში "მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი", რომელიც გაეროს ეგიდით ტარდება და  პარალელურად მიმდინარეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ათეულ ათას სკოლაში. გაკვეთილი ჩაატარეს გეორაფიისა და ინგლისურის პედაგოგებმა: ალექსანდრე გიორგიძემ და ნანა ცანავამ  8 ა კლასისმოსწავლეებთან.   კენ რობინსონის ინიცირებული და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი  გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას, რომელიც  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას ემსახურება. "მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson) – ასე ეწოდა ზემოაღნიშნულ გაკვეთილს. ის  ტარდება  ერთდროულად კონკრეტულ დღეებში მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სხვადასხვა სკოლაში.  გაკვეთილს ესწრებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ქალბატონი ნონა პოპიაშვილი. გაკვეთილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის აიტვირთება სპეციალურ ვებ გვერდზე.  

ყურადღება!

05 Oct 2015

"ევროპული სკოლა“  გთავაზობთ AP  კურსებს სხვადასხვა საგანში.   Advanced Placement (AP) – წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას, რომელიც გამიზნულია მაღალი კლასების მოსწავლეთათვის. Advanced Placement შემუშავებულ იქნა "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს“ (the College Board) მიერ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.

ყურადღება!

05 Oct 2015

“ევროპული სკოლის” ტრენინგ ცენტრი ამერიკის ან ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს  გთავაზობთ SAT-ის მოსამზადებელ კურსს მათემატიკასა და ვერბალურ ნაწილში.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი

02 Oct 2015

28-30 სექტემბერს განათლების საერთაშორისო ექსპერტის, კენ რობინსონის მიერ ინიცირებულ და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს, რომელიც   გულისხმობს გაკვეთილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას, შეუერთდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში  გაკვეთილი ჩატარდა საქართველოს 30-მდე სკოლაში, მათ შორის "ევროპულ სკოლაში.“   გაკვეთილი ჩატარდა მერვე კლასის მოსწავლეთათვის. პროექტის საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე ის წარიმართა ინგლისურ ენაზე. გაკვეთილს უძღვებოდნენ გეოგრაფიის მასწავლებელი ალექსანდრე გიორგიძე და ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ცანავა და ეკა ჟღენტი. მოსწავლეებმა იმსჯელეს მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ყურადღება!

30 Sep 2015

ხვალ, 1 ოქტომბერს, მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სკოლაში“ წითელ ჯვართან ერთად მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით დავეხმარებით ვარკეთილში მდებარე მოხუცთა სახლს. გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ ღონისძიებაში.

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი

25 Sep 2015

"ევროპულ სკოლაში“ დაიწყო ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი. თამაშების შედეგები იხილეთ ვრცლად...