ახალი ამბები

გამოიცა "ევროპული სკოლის“ ახალი პროსპექტი

22 Jul 2014

გამოიცა ახალი პროსპექტი, რომელიც სრულად ასახავს "ევროპული სკოლის“ საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას, სწავლების შინაარსსა და ინოვაციებს.   ახალი საინფორმაციო ჟურნალი გაფორმებულია დახვეწილი ფოტოკოლაჟით, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სკოლაში მოქმედ 3 სხვადასხვა პროგრამაზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სულ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს მოსწავლეებს. პროსპექტის სლოგანი "ჩვენი მიზანია თქვენი წარმატება“ ზუსტად გამოხატავს "ევროპული სკოლის“ მისიასა და ფილოსოფიას.    ვფიქრობთ, ეს სიახლე დააინტერესებს არა მხოლოდ "ევროპული სკოლის“ კოლექტივს, არამედ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება.

ევროპული სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ტაბატაძის წარმატება

10 Jul 2014

XII კლასის მოსწავლე მარიამ ტაბატაძე მიიწვიეს ქალაქ ვენაში გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მიწვეულ მოსაწავლეებს ეძლევათ საშუალება ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები, მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ ლიდერული თვისებები, გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან.

ვულოცავთ ავტორებს წარმატებას!

09 Jul 2014

4 ივლისს ევროპულ სკოლაში გაიმართა ინგლისური ენის პედაგოგების რუსუდან ბერიძის, ანა ხვედელიძისა და ანა სახაროვას წიგნის - “სახალისო აქტივობები“ - პრეზენტაცია. წიგნი წარმოადგენს დამხმარე მასალას უცხო ენის შემსწავლელთათვის და მოიცავს ყველა მნიშვნელოვან სასაუბრო თემას (საცხოვრებელი ადგილი, ცხოველები, დანაშაული და სასჯელი, მოდა, გარემო და ეკოლოგია, განათლება, კულტურა, მოდა და ა.შ.). მოცემული აქტივობები ნებისმიერი ენის (ქართული, რუსული, ფრანგული, გერმანული და ა.შ.) პედაგოგებს დაეხმარება მეთოდურად მრავალფეროვანი და სახალისო გახადოს საგაკვეთილო პროცესი დაწყებითი საფეხურიდან მაღალ საფეხურამდე. წარმოდგენილი მასალა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი, საკმაოდ საინტერესოდ და ნათლად არის სტრუქტურირებული და შეიცავს სახალისო ელემენტებს. სავარჯიშოები და დავალებები მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო  უნარის განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით საინტერესოა ავტორების მიერ წიგნში შეტანილი ისეთი სამუშაო ფორმები, როგორიცაა პროექტი და როლური თამაშები, რომელთა გამოყენების გარეშეც დღეს სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია. წიგნის გარეკანი გააფორმა ირინა აბჟანდაძემ.

მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა

07 Jul 2014

წარმაებულად მიმდინარეობს ახალი 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამჟამად 8 სხვადასხვა პროფილის სამშენებლო ბრიგადა შრომობს. სამშენებლო სამუშაოები პირველი სექტემბრისთვის დასრულდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვილი კორპუსი, შეემატება ევროპული სკოლის მატერიალურ ბაზას.

მოსწავლეთა სამშენებლო №2 რაზმი

07 Jul 2014

ევროპულ სკოლაში გრძელდება შრომითი სემესტრი. მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული მეორე რაზმი (რაზმის უფროსი რ.სამუშია) შენობის მოფირკეთების სამუშაოებს ასრულებს.

მილოცვა!

07 Jul 2014

ევროპული სკოლის ადმინისტრაცია და American High School-ის დირექცია ულოცავენ American High School-ის სტუდენტებს AP-ის გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, რომელთაც მიიღეს უმაღლესი შეფასება 5:1. ლევან შუღლიაშვილი - მაკროეკონომიკა; კომპიუტერული მეცნიერებები;2. ლუკა შევარდნაძე - მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა;3. გიორგი ჯავახიძე - მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა;4. თორნიკე ხუბულური - მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა;5. მუჰამედ თავასოლიანი - მათემატიკა;6. ალექსანდრუ იონ სეკარა - კომპიუტერული მეცნიერებები;P.S.  American High School-ის დირექციის გადაწყვეტილებით American High School-ის სტუდენტები და მათი პედაგოგები (ა.მაზმიშვილი, რ.ხუბულაშვილი) დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით.

მილოცვა!

01 Jul 2014

მილოცვა!ევროპული სკოლის დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით2013-2014 სასწ.წ. II სემესტრის შედეგების მიხედვით დამფუძნებელთა გრანტი მიენიჭათ სკოლისსაუკეთესო მოსწავლეებს:  1. ნიკოლოზ ელბაქიძე - XIბ კლასი;2. მარიამ ტაბატაძე - XIბ კლასი;3. ირაკლი კიკორია - XIბ კლასი;4. ანა კურტანიძე - Xა კლასი;5. მარიამ გობიანიძე - IXა კლასი;6. ანა ბაკურაძე - IXბ კლასი;7. ანა გვერდწითელი - IXა კლასი;8. ანა გორდეზიანი - IXა კლასი;9. სალომე ჯოხაძე - IXბ კლასი;10. ანა ფანჯაკიძე - IXბ კლასი;11. ნუცა მარგიშვილი - VIIIა კლასი;12. გიორგი ლელუაშვილი - VIIIგ კლასი;13. ელენე ცხადაძე - VIIIა კლასი;14. გიორგი მაჭარაშვილი - VIIIბ კლასი;P.S. ნიკოლოზ ელბაქიძე სკოლის დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს გრანტს. დამფუძნებელთა საბჭომ იგი დააჯილდოვა და გაათავისუფლა XII კლასის სწავლის საფასურისგან. 

ES NEWS - 2014 წლის 25 ივნისის გამოშვება

25 Jun 2014

გადაცემის თემებია:• საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა - 2014";• "ბოლო ზარი" - მე-12 კლასელთა გამოსაშვები საღამო;• ღია გაკვეთილი ისტორიაში;• ევროპული სკოლის ბენდი მონაწილეობდა "კეთილსოფლის" აქციაში;• ევროპული ბაღის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება;

საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში

16 Jun 2014

19 ივლისი-3 აგვისტო15 დღიანი შეკრების  პროგრამა:• ყოველდღიური გაკვეთილები ინგლისურში (ჩაატარებენ ინგლისელი პედაგოგები);• ყოველდღიური აქტივობები ასევე ინგლისურ ენაზე (ინგლისელი ლიდერის ზედამხედველობით);• 1 ექსკურსია ვარძიაში და საფარაში;• 2 დღიანი ქემფინგი ეროვნულ პარკშირაფტინგი მტკვარზე (უიოლესი კატეგორია);• 1 დღიანი პირველადი დახმარების კურსი (ასაკების მიხედვით);• ფოტოგრაფიის კურსები;• ელემენტარული საველე და თვითგადარჩენის უნარების განვითრება;