ახალი ამბები

ყურადღება!

22 May 2014

ა.წ. 2 ივნისს, 15 საათზე სააქტო დარბაზში გიწვევთ სპორტული, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების 2013-2014 სასწავლო წლის საანგარიშო პრეზენტაციაზე.გთხოვთ, მობრძანდეთ!

მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!

22 May 2014

ევროპული სკოლა უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, 23 მაისს, პარასკევს, ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. საგაკვეთილო პროცესი განახლდება 27 მაისს.

ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს - ნინო ფალავანდიშვილს - მიენიჭა პესტალოცის სტიპენდია

21 May 2014

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა  და პროგრამა ,,პესტალოცის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში,  ,,ევროპული ენის პორტფოლიო / The European language portfolio (ELP)”  პესტალოცის სტიპენდია მიენიჭა ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს - ნინო ფალავანდიშვილს. 

ES NEWS - 2014 წლის 19 მაისის გამოშვება

21 May 2014

გადაცემის თემებია:• ფრანგული კვების კომპანია "ბრედბარი" ევროპულ სკოლაში შემოდის.• ევროპული სკოლის პირველობა ფეხბურთში.• მოსწავლეთა კონფერენცია ქიმიაში.• ბოლო ზარი და ფლეშ-მობი ევროპულ სკოლაში.• პედაგოგ ნანა ვეფხვაძის თემატური გაკვეთილი.• ლიტერატურული კომპოზიცია "ჩემი თბილისი და ფიროსმანი".• დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია.

ყურადღება!

20 May 2014

ა.წ. 23 მაისს, 15 სთ. 30 წთ-ზე სააქტო დარბაზში გიწვევთ სპორტულ, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების 2013-2014 სასწავლო წლის საანგარიშო პრეზენტაციაზე. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ინტელექტუალური შეჯიბრი - "რა? სად? როდის?“

19 May 2014

14 მაისს ევროპულ სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?“ - ფინალი. მონაწილეობდნენ VIII-XI კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდა 5 შეჯიბრი. 24 ქულით ფინალში გაიმარჯვა და მოიპოვა გარდამავალი "ბუ“ მე-10 MYP კლასმა. დაჯილდოვდნენ სიგელით, წიგნებით.I ადგილზე გავიდა 10 MYP კლასი.

ES NEWS - 2014 წლის 13 მაისის გამოშვება

14 May 2014

გადაცემის თემებია:• გაკვეთილი-კონფერენცია თემაზე - "ძუძუმწოვრები"• ხელოვნების გაკვეთილი• Exhibition 5 PYP• ვიქტორინა - "ცხოველთა თავისებურებანი"• ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და ფიზიკაში• მოსწავლეთა კონფერენცია ბიოლოგიაში• გაკვეთილი-კონფერენცია თემაზე - "საქართველოს დაცული ტერიტორიები და წითელი წიგნი"• თვითმმართველობის დღე ევროპულ სკოლაში 2014• ღონისძიება - "დაიცავით საგზაო წესები"• ხელოვნების წრეების კონცერტი

გვეამაყება მათი წარმატება

14 May 2014

2014 წლის 10 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა მოსწავლეთა 68-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია. ევროპული სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს ქართულ ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ფსიქოლოგიაში. ევროპული სკოლის მოსწავლეები ნიკოლოზ ელბაქიძე, გვანცა ქვარიანი, მარიამ კურტანიძე, ნიკა კურტანიძე, ლიზი ხიტირი -( ბიოლოგია), ანა ციმაკურიძე - (ქიმია), ნიკოლოზ ჩახვაძე, გიორგი ანდღულაძე - (ფსიქოლოგია), ნატალი მიქელაძე, ირაკლი კიკორია, სალომე ხვისტანი, თინათინი გვასალია - (ფრანგული ენა), ანა ბაკურაძე, სოფო მახათაძე - (რუსული ენა), მარიამ ტაბატაძე, ნათია მდივანი - (ინფორმატიკა), თინათინ კაკაბაძე, მარიამ ბერძნიშვილი, გიორგი ჯავახიძე, თორნიკე ხუბულური, ნიკოლოზ ადეიშვილი, მანანა ასათიანი, რეზო სამუშია -(მათემატიკა) წარდგენილი ნაშრომებისათვის დაჯილდოვდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომებით.