ახალი ამბები

ყურადღება!

13 Jun 2014

VII - X კლასებში გამოცდები ჩატარდება ა.წ. 16 ივნისიდან  20 ივნისის ჩათვლით. 

"L I S T E N"

11 Jun 2014

ხვალ, 12 ივნისს, 15:00 საათზე, სააქტო დარბაზში გეპატიჟებით IX MYP კლასის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმის პრემიერაზე.გთხოვთ მობრძანდეთ.

American High School -ის პირველი ჯომარდობა

09 Jun 2014

8 ივნისს ევროპული სკოლის American High School-ის მოსწავლეების მონაწილეობით მდინარე არაგვზე( ფშავის ხეობაში) პირველი ჯომარდობის ექსკურსია მოეწყო. თვრამეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა მიიღეს მონაწილეობა და ერთ საათზე მეტი ჯომარდობდნენ ჩქარ მდინარეზე. დამღლელი დაშვების შემდეგ გემრიელი პიკნიკით შეიქციეს თავი. American High School-ს სურს, რომ ეს ექსკურსია ყოველწლიული ტრადიცია გახადოს AHS მე-10 კლასელებისთვის. 

ყურადღება!

01 Jun 2014

2 ივნისს ევროპულ სკოლაში განახლდება სასწავლო პროცესი.

"ოქროს პეპელა 2014“

29 May 2014

ყურადღება 30, 31 მაისს და 1 ივნისს ევროპულ სკოლაში ტარდება საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - "ოქროს პეპელა 2014" (მის. თბილისი - ყაზბეგის გამ. 34 გ "ევროპული სკოლა“) 

ES NEWS - 2014 წლის 27 მაისის გამოშვება

28 May 2014

გადაცემის თემებია:• IB კონფერენცია;• პირველობა ფეხბურთში;

ვულოცავთ!

27 May 2014

მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროექტში – "ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ – წარმატებული პრეზენტაციისთვის დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები : ნიკა მელაძე, მარიამ გობიანიძე , თათია კილაძე და მათი პედაგოგი მანანა ჟამურაშვილი. 

წარმატებას ვულოცავთ!

27 May 2014

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში -"რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანის ცხოვრებაზე“ – მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა. გაგზავნილი 200 წერილიდან კომპედენტურმა ჯიურიმ (თავჯდომარე რატი ამაღლობელი)  4 გამარჯვებული დაასახელა. მესამე ადგილი წილად ხვდა ევროპული სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა გორდეზიანს. 23 მაისს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობამ გამარჯვებული წერილების ავტორებს საჩუქრები გადასცა.. ანა გორდეზიანმა სპეციალური დიპლომი, კონკურსის სიმბოლიკა და მინი აიპედი დაიმსახურა. კონკურში მონაწილეობისათვის სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა ევროპულის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეს – სალომე ჯოხაძეს. წარმატებას ვულოცავთ ევროპული სკოლის მეცხრეკლასელებსა  და მათ პედაგოგს - რუსუდან ბრეგაძეს! 

ევროპული სკოლა გაცნობებთ!

26 May 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მენინგიტის გავრცელება, საბავშვო ბაღსა და  დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა შეწყდება 30 მაისის ჩათვლით. VII-XI კლასებში სწავლა განახლდება 27 მაისს (სამივე სექტორზე).საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება