ახალი ამბები

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

20 Sep 2022

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

2022 წლის ბაღის გამოსაშვები ღონისძიება

24 Jun 2022

ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ყოველთვის ბედნიერი მომენტია პატარებისთვის, რომლებიც ბაღიდან სკოლაში გადასვლას ზეიმობენ. წელს თეთრ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა ლამაზი სიმღერები, ცეკვები , ლექსები შესთავაზეს ღონისძიების დამსწრეებს. საზეიმო ცერემონიის დასასრულს ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ეს ხალისიანი დღე დიდხანს ემახსოვრებათ არა მარტო პატარებს, არამედ მათ მშობლებს და მასწავლებლებსაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 May 2022

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღნიშნეთ ევროპულ საბავშვო ბაღში. პატარებმა თავიანთი ხელით დაამზადეს საქართველოს დროშები. გააფერადეს საქართველოს რუკა და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. ბაღის ეზოში გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.

დედამიწის დღე

26 Apr 2022

22 აპრილს დედამიწის დღეა. ევროპული ბაღის პატარებმაც აღნიშნეს ეს დღე. ისაუბრეს თუ როგორი მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, დედამიწას. სიამოვნებით დაამზადეს საინტერესო ნამუშევრები.

საგანმანათლებლო სათამაშოები

07 Apr 2022

ციფრული დიზაინისა და რობოტიკსის გაკვეთილებზე FabLab-ში MYP პროგრამის მოსწავლეებმა  განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სათამაშოები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელებისთვის.

ტყის საერთაშორისო დღე

23 Mar 2022

21 მარტს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე. მათ ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მოვლაზე და მნიშვნელობაზე.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

17 Oct 2021

15 ოქტომბერს ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

პირველი დღე ევროპულ საბავშვო ბაღში

11 Oct 2021

4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაუღო კარი პატარებს ევროპულმა საბავშვო ბაღმა. ფერადი ბუშტებით მორთული ბაღის ეზოში მათ დახვდათ ჩვენი მხიარული ზუზუ, მინი სანი და ლუ, რომლებმაც ბავშვები თავიანთ ჯგუფებში შეაცილეს. ბედნიერ და წარმატებლ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

ევროპული ბაღის გამოსაშვები

18 Jun 2021

8, 15 და 16 ივნისს ევროპული ბაღის  ქართულ და ინგლისური სექტორის მოსამზადებელ ჯგუფებს ჰქონდათ ბაღის გამოსაშვები ღონისძიება. სპეციალურად მათთვის მორთულ სცენაზე, პატარებმა შეასრულეს სახალისო ცეკვები და სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. შემდეგ მანტიებში გამოწყობილებმა სკოლის ეზოში გადაინაცვლეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.