ახალი ამბები

პრეზენტაციის დღე “ვინ ვარ მე“

02 Dec 2023

ნოემბრის დასაწყისში ევრობულ საბავშვო ბაღში გვქონდა პრეზენტაცია თემაზე ,,ვინ ვარ მე“. ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები ოჯახის წევრებს და ისაუბრეს განვლილი თემის შესახებ.

პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“

19 Sep 2023

პირველ დღეს “ევროპულ ბაღში“ მოსულ პატარებს ზუზუმ, მინიმ, სანიმ, ლუმ და მხიარულმა ჯამბაზებმა უმასპინძლეს. ბავშვები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში.

“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება

30 Jun 2023

ბაღის დამთავრება მნიშვნელოვანი ეტაპია პატარების ცხოვრებაში. გამოსაშვები ღონისძიების აქტივობები, დიპლომების გადაცემა, ქუდების ჰაერში ატყორცნა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ამ ლამაზ დღეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ სიამაყითა და თავდაჯერებით წარმოაჩინეს ის უნარები, რაშიც ბაღში ყოფნისას დახელოვნდნენ და რაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

პრეზენტაცია "პირადი მენეჯმენტი" და "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"

14 Apr 2023

მარტის ბოლოს ევროპულ ბაღში გაიმართა განვლილი თემების პრეზენტაციები. პატარებმა მხიარულად უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და აჩვენეს მათ თავინთი ხელით გაკეთებული ნამუშევრები.

ტყის დღე

30 Mar 2023

21 მარტს, ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ტყის საერთაშორისო დღე. პატარებმა იმუშავეს ჯგუფურ პროექტებზე. მოგვიანებით მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის დაცვაზე და მის მნიშვნელობაზე.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

17 Oct 2022

ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

“ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყეს!

02 Oct 2022

26 სექტემბერს “ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი, ინოვაციური შენობის კარი შეაღეს. პატარები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში, რომლის ინტერიერის თეთრი და კრემისფერი ფერები, ფანჯრების, დღის სინათლის სიუხვე ბადებს სიმშვიდის, სივრცის, გარემოსთან მჭიდრო კავშირის შეგრძნებას. ეს არის გარემო, რომელიც ბავშვების ემოციურ განვითარებას, მათ აზროვნებასა და შემოქმედებითობას შეუწყობს ხელს.