ახალი ამბები

პირველი დღე ევროპულ საბავშვო ბაღში

11 Oct 2021

4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაუღო კარი პატარებს ევროპულმა საბავშვო ბაღმა. ფერადი ბუშტებით მორთული ბაღის ეზოში მათ დახვდათ ჩვენი მხიარული ზუზუ, მინი სანი და ლუ, რომლებმაც ბავშვები თავიანთ ჯგუფებში შეაცილეს. ბედნიერ და წარმატებლ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

ევროპული ბაღის გამოსაშვები

18 Jun 2021

8, 15 და 16 ივნისს ევროპული ბაღის  ქართულ და ინგლისური სექტორის მოსამზადებელ ჯგუფებს ჰქონდათ ბაღის გამოსაშვები ღონისძიება. სპეციალურად მათთვის მორთულ სცენაზე, პატარებმა შეასრულეს სახალისო ცეკვები და სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. შემდეგ მანტიებში გამოწყობილებმა სკოლის ეზოში გადაინაცვლეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

02 Jun 2021

2021 წლის 1 ივნისს ევროპულმა ბაღმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საყვარელი გმირების ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

28 May 2021

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ევროპულ ბაღში ავღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ბავშვებმა თავიანთი ხელით დაამზადეს საქართველოს დროშები. მოხატეს ბაღის ეზო. მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

დედამიწის დღე

23 Apr 2021

22 აპრილს ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ დედამიწის დღე. ჩვენ ვისაუბრეთ გარემოს მოვლის და დაცვის მნიშვნელობაზე და მეორადი გამოყენების ნივთებისგან დავამზადეთ საინტერესო ნამუშევრები, დავთესეთ ყვავილები და მოვუარეთ ჩვენი ეზოს მცენარეებს.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

15 Oct 2020

15 ოქტომბერს ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. პატარებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ხელის სწორად დაბანის წესები. ისაუბრეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ზუზუ, მინი, სანი, ლუ

16 Jul 2020

შემოაბიჯე მხიარულებისა და აღმოჩენების სამყაროში, სადაც ვითამაშებთ, შევქმნით და ვისწავლით ერთად!

ევროპული საშუალო ბაღის 2020 წლის ონლაინ გამოსაშვები

01 Jul 2020

23 და 24 ივნისს ევროპულ საბავშო ბაღში ვირტუალური გამოსაშვები ჩატარდა. პატარები თბილი სიტყვებით გავაცილეთ სკოლისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, ღონისძიება  სამახსოვრო და ორიგინალური გამოვიდა.