ახალი ამბები

მშობლის კვირეული

21 Nov 2019

21 ნოემბერს ყვითელ ჯგუფში გვესტუმრა მაშო დავითაძის დედა, იურისტი ქეთი ქვარცხავა. იგი ბავშვებს საკუთარ პროფესიაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.პატარები მხიარულად ჩაერთნენ საუბარში და გამოხატეს თავიანთი აზრი ამ თემებთან დაკავშირებით.შეხვედრის ბოლოს მაშომ მეგობრები სათამაშოებით დაასაჩუქრა. დიდი მადლობა ქეთის მობრძანებისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

20 Nov 2019

ყვითელ ჯგუფში, ელენე ნარმანიას მამა, დავით ნარმანია ბავშვებს პროფესიების შესახებ ესაუბრა. პატარებმა მხიარულად წარუდგინეს თავი სტუმარს. უამბეს თუ რა პროფესიებს აირჩევენ მომავალში. მადლობა ბატონ დავითს საინტერესო შეხვედრისთვის!

ჩინური ენის გაკვეთილი “სანი“ ჯგუფში

19 Nov 2019

დღეს ჩვენს პატარებს ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ. ჰარის დედამ ქალბატონმა ვანგმა, რომელიც ჩინური ენის მასწავლებელია, ბავშვებს ათამდე დათვლა და პატარა სიმღერაც ასწავლა ჩინურ ენაზე, შემდეგ ნაციონალური სამოსიც მოარგო და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები მათთან ერთად.

მშობლის კვირეული გრძელდება ევროპულ ბაღში

19 Nov 2019

დღეს ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში გვესტუმრა,სოფო ფოცხვერაშვილის დედა, იურისტი ქეთევან პეტრიაშვილი. იგი მაპატრებს ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა. ბავშვებმა მოისმინეს და გაიგეს ბევრი ახალი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, დასვეს და უპასუხეს კითხვებს.გაიმართა საინტერესო დისკუსია.მადლობა ქეთის ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის!

მშობლის კვირეული

19 Nov 2019

დღეს ყვითელმა ჯგუფმა უმასპინძლა დემეტრე გუგუშვილის დედიკოს, ინტერიერის დიზაინერს, ნუცა ბახტაძეს. ნუცა პატარებს სახლის და ავეჯის დიზაინზე ესაუბრა და მათთან ერთად შექმნა საინტერესო პოსტერი რომელსაც ბავშვების მიერ დამზადებული ინტერიერი ამშვენებდა. მადლობა ნუცას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

"Skype" გაკვეთილი ევროპულ ბაღში

15 Nov 2019

6 ნოემბერს ევროპულ ბაღის ბავშვებს, თავიანთ თანატოლებთან ყაზახეთის ქვეყნიდან ჰქონდათ ძალიან საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი.სკაიპის საშუალებით ჩავერთეთ ალმათის საერთაშორისო ბაღთან, მირაზთან. ბავშვებმა წარუდგინეს თავი ერთმანეთს, იმღერეს სიმღერები, შეასრულეს ცეკვები და ისაუბრეს განვლილი თემის ირგვლივ "ვინ ვარ მე". ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი პატარების საერთაშორისო აზროვნების განვითარებას და მათ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

“ექიმის დღე“ წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს, ბაღში გვესტუმრა ნიკოლოზ შანავას დედიკო, ექიმი ანა გოდელაშვილი. იგი პატარებს ადამიანის აგებულებაზე და მის ჯანმრთელობაზე ესაუბრა, რაშიც მას ექიმის ასისტენტი, ნიკოლოზი უწევდა დახმარებას. ბავშვებმა სათამაშო დათუნიას პაციენტი როლი მოარგეს: გასინჯეს,გაუკეთეს ნემსები. მოუსმინეს ერთმანეთის გულისცემას. ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ექიმობანას თამაში ჩვენი პატარებისთვის. დიდი მადლობა ანას!

“პეპი“ სტუმრად წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღეს არსანიშნავად ჩვენს ბაღშიც მოეწყო საინტერესო “კითხვის საათი“. ნინი ზერეკიძის დედიკომ, ნათია არჩვაძემ, რომელიც ჩვენი ბაღის პედაგოგია, პატარებს წაუკითხა ნაწყვეტი წიგნიდან “პეპი გრძელიწინდა“. ბავშვებმა პეპის პორტრეტებიც გააფერადეს. მადლობა ნათიას საიტერესო და სახალისო საღამოსთვის!

ევროპულ ბაღში მშობლის კვირეული გრძელდება

14 Nov 2019

დღეს წითელ ჯგუფში ვუმასპინძლეთ ანასტასია ზარიძის დედიკოს, მოდელიერ-დიზაინერს ტატა თუთბერიძეს. იგი პატარებს ტანსაცმლის შექმნაზე და მის დიზაინზე ესაუბრა. ერთად შექმნეს ლამაზი კაბების და მაისურების ესკიზები. დიდი მადლობა ტატას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!