დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში

22 აპრილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით “ევროპული საბავშვო ბაღის“ მასწავლებლებმა, ონლაინ სწავლების ფარგლებში, ჩვენი პატარებითვის მოამზადეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები:

  • “როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“
  • “დედამიწა ჩვენი სახლია“

მათ ასევე შესთავაზეს პატარებს საინტერესო ვიდეორგოლები და მეორადი გამოყენების ნივთებისგან დასამზადებელი ხელნაკეთი ნამუშევრების ნიმუშები.

დედამიწის დღის ღონისძიებების მიზანი, ციფრულ რეჟიმში აღნიშვნის პირობებშიც, რჩება უცვლელი: მოხდეს ადამიანების მობილიზება მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირებისთვის.

Share on: