ახალი ამბები
ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“
02 Oct 20191 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.
პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“
10 Sep 20199 სექტემბერს, ჩვენს პატარებს კიდევ ერთხელ გაუღო კარი ევროპულმა საბავშვო ბაღმა ელისის ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად. ბავშვებს აქ დახვდათ მხიარული ატმოსფერო: ითამაშეს ზღაპრის გმირებთან ერთად, იხალისეს ჯამბაზის ოინებზე, მოიხატეს სახე, გააფერადეს გიგანტური ვარდები, შექმნეს ქვიშის აპლიკაცია და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები ფერადი საპნის ბუშტების ფონზე.
ახალი სასწავლო წელი
26 Aug 2019ევროპული საბავშვო ბაღი სასწავლო წელს განაახლებს 9 სექტემბერს, 11 საათზე.
ჩემი ადგილი სამყაროში
12 Jun 201910 ივნისს, ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე ,,ჩემი ადგილი სამყაროში". ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს მშობლებს თავიანთი ნამუშევრები და უამბეს თუ როგორ იმოგზაურეს დედამიწის გარშემო.
გამოსაშვები საღამო
10 Jun 201925-26 მაისს “ევროპულ ბაღში“ საზეიმო განწყობა იყო: გამოსაშვები საღამო, სახელწოდებით “Rock around the clock,” ბევრი ფერი და როკენროლური მხიარულება. კიდევ 4 გამოსაშვები ჯგუფი დაემშვიდობა ბაღს. ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
დამოუკიდებლობის დღე “ევროპულ ბაღში“
27 May 2019ევროპული ბაღის აღსაზრდელებიც გილოცავენ 26 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! ბავშვებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დროშებით გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
დედამიწის დღე “ევროპულ ბაღში"
23 Apr 201922 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს “ევროპულ ბაღში“ ხელნაკეთი აპლიკაციების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ბავშვებმა აღმზრდელებთან ერთად შექმნეს და გამოფინეს. პედაგოგებმა პატარებს ესაუბრნენ დედამიწის დასუფთავების, ნარჩენების დახარისხების, მეორადი ნივთების გამოყენების მნიშვნელობაზე, რათა მომავალში მათ იცოდნენ გარემოს დაცვა და გაუფრთხილდნენ ბუნებას.
ესტონელი სტუმრები
12 Apr 201911 აპრილს “ევროპულ ბაღს“ ესტონელი საბავშვო ბაღის მენეჯერები და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს “ევროპული ბაღი“ და “ევროპული სკოლა.“ დაესწრნენ რამდენიმე აქტივობას და აზრები გაუზიარეს ერთმანეთს. უცხოელი მენეჯერსბისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ვიზიტი.