ახალი ამბები

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის ასამბლეა

21 Jun 2020

დისტანციური სწავლების დასასრულს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე ასამბლეა ჩატარდა. თემების შეჯამებისა და წარდგენის ფორმა მოსწავლეებისთვის უცხო არ არის, თუმცა ონლაინ პრეზენტაციები, მოწვეული სტუმრები, ცოცხალი ჩართვები, პერსონალური პროექტის წარდგენა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალისთვის მზადება გვაფიქრებდა იმაზე, თუ რამდენად უხარვეზოდ ჩაივლიდა პროცესი.

ზუზუ, მინი, სანი და ლუ თქვენთან შესახვედრად ემზადებიან!

19 Jun 2020

ჩვენთან დაგხვდებათ უსაფრთხო გარემო, მზრუნველი და მოსიყვარულე პერსონალი და მრავალფეროვანი აქტივობები. ჩვენ გთავაზობთ პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას ყველა სფეროში. აღმოვაჩინოთ, ვითამაშოთ, შევქმნათ და ვისწავლოთ ერთად!

ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა

15 Jun 2020

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წლის შემაჯამებელი ასამბლეა ჩაატერეს და ონლიან რეჟიმში წარმოადგინეს სემესტრის განმავლობაში შექმნილი საინტერესო მოხსენებები, კვლევები და საკონფერენციო თემები. მოსწავლეები 10 სხვადსხვა პრეზენტაციით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და ინტერაქტიულ-ონლაინ რეჟიმში უპასუხეს მსმენელთა შეკითხვებს.

დეპრესია ბავშვებში

03 Jun 2020

ბავშვობა, როგორც წესი,  ყველასთვის ბედნიერებას, სიხარულს, სილაღეს უკავშირდება. ამდენად, დეპრესიაზე…

“ევროპული სკოლა“ Microsoft-ის საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე

28 May 2020

International Open Lesson “Crossing the borders with Microsoft Teams!” “ევროპული სკოლა“ ლიდერი სკოლა ონლაინ სწავლებაში მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Microsoft-ის პარტნიორი სკოლაა და წვდომა აქვს უახლეს პროგრამულ სერვისებსა და პლატფორმებზე. კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით საერთაშორისო ღონისძიება “გაკვეთილი საზღვრების გარეშე Microsoft Teams-თან ერთად” გაიმართა, სადაც საქართველოდან “ევროპული სკოლის“ გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

"ევროპული სკოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გელა ბეჟუაშვილის მიმართვა კურსდამთავრებულებს

27 May 2020

ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია! ”ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულები სკოლის საზოგადოების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. სკოლა ფართოდ აღებს კარებს მათთვის და 2020 წლის ივნისიდან, არსებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, სთავაზობას  წვდომას COVID ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ სრულად აღჭურვილ სკოლის ინფრასტრუქტურულ სივრცეებზე.   სკოლის ინფრასტრუქტურით სარგებლობა კურსდამთავრებულთათვის ზაფხულის თვეებში შესაძლებელი გახდება ყოველ დღე 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე წინასწარ დაჯავშნის საფუძველზე . მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, სტარტაპების განხორცილებისას,   ისარგებლონ ინოვაციური სივრცე Fablab-ის ტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარებით და თანადაფინანსებაც მოიპოვონ სკოლისგან.

მადლობა სამედიცინო პერსონალს!

13 May 2020

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატების ონლაინ გამოფენა. მსოფლიო პანდემიის დროს სამედიცინო პერსონალი დაუღალავად შრომობს თითოეული პაციანტის სიცოცხლის გადასარჩენად. ხელოვნების ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ექიმები დახატეს, ონლაინ გამოფენა მოაწყვეს და ამგვარად გადაუხადეს მათ მადლობა.

”მოდი გავიცნოთ ევროპა”-ევროპის დღე ონლიან სივრცეში

09 May 2020

“მე “ევროპულ სკოლაში” ვსწავლობ და ევროპულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ენებსა და კულტურას პატივისცემითა და ინტერესით ვეკიდები. ონლაინ გაკვეთილზე მასწავლებელმა ევროკავშირის შესახებ მოგვითხრო. გავიგე, რომ ევროკავშირში27 წევრი ქვეყანაა. ძალიან მომწონს მისი ლურჯი ფერის დროშა, რომელზეც 12 ვარკვლავია გამოსახული. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ევროკავშირის ჰიმნი შეიქმნა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით. ვროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო ფულის ერთეულად ევროს იყენებს. გავეცანით: გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, შვედეთის, იტალისს, ავსტრიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს,”- წერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლე.

მნიშვნელოვანი სიახლე “ევროპულ სკოლაში“

06 May 2020

“ევროპული სკოლა“ პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც გადადის მიღება-ჩარიცხვის ელექტრონულ პროცესზე, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიურ პორტალს OppenApply. ელექტრონული აპლიკაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს მიღება-ჩარიცხვის პროცედურებს და შესაძლებლობას აძლევს მშობლებს და აპლიკანტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეავსონ განაცხადები, ატვირთონ საბუთები, ფოტოები და განახორციელონ გადახდის ტრანზაქციები.