ახალი ამბები

“ევროპული სკოლა“ - საუკეთესო გზა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებლად

03 May 2020

ეს ჩვენი 2020 წლის დამამთავრებელი კლასის საუნივერსიტეტო ჩარიცხვების სიაა. ამ უნივერსიტეტების რეიტინგები და სწავლების ხარისხი მიგვანიშნებს, რომ მოსწავლეებთან ერთად, “ევროპული სკოლა“ საერთაშორისო განათლებასა და college counseling-ში უმაღლეს მწვერვალებს შესწვდა.

დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში

23 Apr 2020

22 აპრილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით “ევროპული ბაღის“ მასწავლებლებმა, ონლაინ სწავლების ფარგლებში, ჩვენი პატარებითვის მოამზადეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები: “როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ “დედამიწა ჩვენი სახლია“

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

23 Apr 2020

1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მოფლიო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ ამ დღეს წიგნიერების წახალისების მიზნით. წელს, ისე როგორც არასდროს, იმ ვითარებაში, როცა ბავშვებს შეზღუდული აქვთ გარეთ ყოფნის შესაძლებლობა, წიგნების კითხვას მეტი ყურადღება ეთმობა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და წარმოსახვის, შემოქმედებითობის სტიმულირებას. “ევროპული სკოლის“ წიგნიერემა მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში ერთმანეთს ურჩიეს და გაუზიარეს მათთვის საყვარელი წიგნები.

დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში

22 Apr 2020

22 აპრილი დედამიწის დღეა. 2020 წელს, დედამიწის დღის 50-ე დაბადების დღისთვის მთავარ თემად შერჩეულია კლიმატის ცვლილება, როგორც დედამიწაზე კაცობრიობის მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარება არ იძლევა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებების და მარშების მოწყობის საშუალებას, თუმცა მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას დედამიწის დღესთან დაკავშირებულ ონლაინ აქტივობებში.

“ევროპული სკოლა“ დისტანციური სწავლების სამყაროში

15 Apr 2020

დღევანდელ უპრეცედენტო რეალობაში, მოსწავლეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ”ევროპულმა სკოლამ” უმოკლეს დროში მოახერხა სრულყოფილი დისტანციური სწავლების პროგრამის შექმნა. სკოლის აკადემიურმა და ტექნიკურმა გუნდმა პროაქტიურად უპასუხა გამოწვევებს, წინასწარ განსჭვრიტა მოსალოდნელი გართულებები, შექმნა მკაფიო გეგმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები,რამაც განაპირობა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა.

ინოვეციების დღეები “ევროპულ სკოლაში“

14 Apr 2020

ინოვაციების დღეების ფარგლებში “ევროპული სკოლის'' მოსწავლეებისთვის ორო ტრენინგი ჩატარდა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა, ინდუსტრიულმა დიზაინერებმა-თაზო არუნაშვილმა და დიანა ტევანიანმა ისაუბრეს ინდუსტრიულ და გრაფიკულ დიზაინზე.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლე აივი ლიგის (Ivy League) სამმა უნივერსიტეტმა მიიღო!

14 Apr 2020

26 მარტი Ivy Day იყო: აივი ლიგის (Ivy League) უნივერსიტეტებმა აპლიკანტებს ჩარიცხვების შესახებ აცნობეს. Ivy Day გამორჩეული იყო საუნივერსიტეტო განათლების ოფისისა და “ევროპული სკოლის“ მთელი საზოგადოებისთვის: ირაკლი ბეჟუაშვილი, “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლე, აივი ლიგის (Ivy League) სამმა უნივერსიტეტმა მიიღო: Columbia University, Cornell University, University of Pennsylvania. ამ ფენომენალური წარმატების გარდა, ირაკლი ჩაირიცხა შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში: UC Berkeley, Boston College, Boston University, Northeastern University, George Washington University.

კარგი ამბები “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო განათლების ოფისიდან! ️

14 Apr 2020

“ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლე, ანა ბზიკაძე აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა და რეკორდული დაფინანსება მოიპოვა

9 აპრილი, ტრაგედიით დაწყებული თავისუფლება

09 Apr 2020

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი. 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.გიორგი კეკელიძე გვესაუბრება 9 აპრილის, როგორც ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის შესახებ.