ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
08 Apr 202031 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. გიორგი კეკელიძე გვესაუბრება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.
ელექტრონული საბავშვო ბაღი
01 Apr 2020ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და ყურადღება, მათ უჭირთ დისტანცირება ჩვეული გარემოსა და ახლობელი ადამიანებისგან. გვინდა, დავეხმაროთ მშობლებს და მათთან ერთად შევუქმნათ პატარებს სწავლისა და დასვენების ახალი სივრცე - ონლაინ ბაღი.
ონლაინ სწავლება ,,ევროპულ სკოლაში”
11 Mar 2020,,ევროპული სკოლა” ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სკოლების დახურვის ვადების გახანგრძლივების თაობაზე და ორშაბათს, 16 მარტიდან სკოლა თავის მოსწავლეებს გადაიყვანს ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სკოლამ შეიმუშავა გეგმა სწავლა-სწავლების პროცესის შეფერხების მინიმალიზაციისთვის და მზად არის შესთავაზოს მოსწავლეებს ხარისხიანი საგანმანათლებლო გამოცდილება ონლაინ გაკვეთილების სახით.
სუმო რობოტიქსის შეჯიბრი
28 Feb 202018 თებერვალს, “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში“ Future Laboratory-ის ორგანიზებით გაიმართა სუმო რობოტების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მეექვსე კლასელებმა, სადაც “ბაქსვუდისა“ და “ჯეჯილის“ სკოლის გუნდებს გაუწიეს ასპარეზობა. მონაწილეეებმა გამართეს რობოტები და დაწერეს კოდი, რომლითაც შეეჯიბრნენ მოწინააღმდეგე გუნდების რობოტებს. შეჯიბრება “ევროპული სკოლის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
უფროსკლასელთა ვიზიტი კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში
28 Feb 202018 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მე-10 კლასის მოსწავლეები ინტეგრირებული პროექტის “კრიმინალისტიკა და თავისუფლება" ფარგლებში შსს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს ლაბორატორიები და ბევრი საინტერესო ინფომაცია მიიღეს.
მოსწავლეთა სპექტაკლები
27 Feb 2020ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს, მოიწვიეს მშობლები და უჩვენეს წარმოდგენები. პირველკლასელებმა ანბანს მიუძრვნეს ზეიმი. დრამის ღია გაკვეთილები კი ინგლისურენოვანი სპექტაკლები იყო.
Cognia Engagement Review ვიზიტი ამერიკულ უმაღლეს სკოლაში
26 Feb 2020სასიამოვნო სიახლე! ამ კვირაში ამერიკულ უმაღლეს სკოლას ეწვია მააკრედიტირებელი კომისია Cognia Engagement მიმოხილვის ჩასატარებლად. ექსპერტები დაესწრნენ გაკვეთილებს და დააკვირდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებს. მათ ჰქონდათ შეხვედრევი სკოლის საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შედეგად, “ამერიკულ უმაღლეს სკოლას“ გაუგრძელდა საერთაშორისო აკრედიტაცია მომდევნო ხუთი წლით.
ებრაულ ქართული მემორადუმი
26 Feb 2020“Israeli Center for Young Leaders“ და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამყარებენ სტაბილურ და სასარგებლო ურთიერთობებს, რათა განვითარდეს კონსტრუქციული კავშირები ისრაელის და საქართველოს ახალგაზრდებს შორის. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა როლი საზოგადოებაში, მათი განვითარება მშვიდობის, მეგობრობისა და სოლიდარობის მიზნით. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ისრაელი და საქართველო, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
მშობლიური ენის დღე
21 Feb 202021 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები ნაციონალური ჩაცმულობით მოვიდნენ, მოაწყეს კალიგრაფიის კონკურსი, ანბანის ნახატების გამოფენა, შეხვდნენ მწერლებს, მშობლიური ენის დასაცავად მოაწყეს ფლეშმობი და შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.