ახალი ამბები

განათლების ხარისხი და “ევროპული სკოლა“

04 Feb 2020

“ევროპულ სკოლას“ სამუშაო ვიზიტით “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ბ-ნ კახა ერაძე დელეგაციასთან ერთად ეწვია. გაიმართა საქმიანი შეხვედრა სკოლის დირექტორთან და IB პროგრამის ხელმძღვანელთან, სადაც ისაუბრეს განათლების ხარისხსზე, CIS სტანდარტზე “ევროპულ სკოლაში“ და IB პროგრამების თავისებურებებზე. “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს “ევროპული სკოლის“ ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, FabLab-ი, Mac-ის ოთახი, შეხვედნენ მოსწავლეებს და გაეცნენ ინოვაციურ პროექტებს.

პრეზენტაცია "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"

31 Jan 2020

29 იანვარს ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო პრეზენტაცია “როგორ მუშაობს ჩემი სხეული“. ჩვენმა პატარებმა სიხარულით უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და წარუდგინეს მათ თავიანთი ნამუშევრები. ისაუბრეს ადამიანის აგებულებაზე და მის შინაგან ორგანოებზე.

კურსდამთავრებულის რჩევები სკოლის მოსწავლეებს

23 Jan 2020

”ევროპული სკოლის” საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები 22 იანვარს სკოლის ბიბლიოთეკაში დაესწრნენ შეხვედრას, რომელზეც მოწვეული იყო კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანუკა გოგუაძე. მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს სტუმარს და საინტერესო რჩევებიც მიიღეს სამომავლო კარიერის შესახებ. ქართული პროგრამის კოორდინატორ ინგა თოლორაიას პროექტი-წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთა დაკავშირებას სხვადასხვა დარგში წარმატებულ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც მზად არიან, ურჩიონ მოსწავლეებს, როგორ გაართვან თავი სირთულეებს და ნაყოფიერად გაატარონ სკოლის თუ შემდგომი წლები. ნანუკა გოგუაძე ისევე, როგორც სხვა კურსდამთავრებულები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და მუშაობენ, არის სკოლის ერთგვარი ელჩი, რომელიც გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს სკოლის ცხოვრებაში. იგი წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამებს ამთავრებს ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებებით, ასევე მეორად სპეციალობას ეუფლება ფსიქოლოგიის განხრით. ნანუკა ზაფხულში ფორბსის სტიპენდიანტი გახდა, რამდენიმე თვის წინ კი, პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, მუშაობა დაიწყო გაეროს ეკონომიკისა და ფინანსების კომიტეტში. კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაიხსენა სასიამოვნო მომენტები სკოლის ცხოვრებიდან, ყურადღება გაამახვილა ისეთ სასკოლო გამოცდილებებზე, რომლებიც განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა უნივერსიტეტის წლებში თუ სამსახურეობრივი საქმიანობისას, მან ასევე სამომავლო გეგმები გაანდო მოსწავლეებს და საინტერესო რჩევებიც მისცა მათ. დამსწრეებმა სტუმარს მრავალი შეკითხვა დაუსვეს და დიდი ინტერესიც გამოხატეს რესპოდენტის მონათხრობის მიმართ. ასეთი ტიპის შეხვედრები უსათუოდ გადაიქცევა მარცვლად, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციას მნიშვნელოვნად გააღვივებს.

Whoville Party

31 Dec 2019

24 დეკემბერს,ევროპულ ბაღში ჩატარდა საახალწლო წვეულება "Whoville Party". თოვლის ბაბუს სტუმრობით გახალისებულმა პატარებმა მხიარულად წარმოადგინეს ამ დღისთვის მომზადებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები.

კურსდამთავრებულთა შეხვედრა

28 Dec 2019

27 დეკემბერს ”ევროპულ სკოლაში” კურსდამთავრებულთა შეხვედრა გაიმართა. წელს, ამ ღონისძიების დამახასიათებელი ტრადიციული აქტივობების გარდა, შედგა ინფორმაციული შეხვედრა მაღალი კლასის მოსწავლეებთან, სადაც კურსდამთავრებულებმა თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მიღწევებით მოტივაცია აუმაღლეს სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა კურსდამთავრებულთა ყოველდღიური ყოფის, გამოწვევებისა და წარმატების მიღწევის გზების გაცნობა. უფროსმა მეგობრებმა დახმარება აღუთქვეს მოსწავლეებს საუნივერსიტეტო მზადების გამოწვევების დასაძლევად და სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობაც გამოთქვეს. საღამოს საზეიმო შეხვედრა გაგრძელდა სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში, სადაც მეგობრული ღიმილით ხვდებოდა თითოეული დამხვედრი უკვე სტუმრად მოსულ კურსდამთავრებულებს. მასწავლებლებისა და ხელმძღვანელების თბილმა მიმართვებმა, ყოფილი თანაკლასელების, მონატრებული დამრიგებლების ნახვამ, ლამაზი მოგონებების გაზიარებამ ამ საღამოს დაუვიწყარი ელფერი შესძინა.

საახალწლო დღესასწაული

27 Dec 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ახალი წლის მოახლოება. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეასრულეს სასიმღერო და საცეკვაო ნომრები მე-7,8 და 9 კლასელებმა მოამზადეს წლის შემაჯამებელი ვიდეო. მოაწყეს გასართობი თამაშები და კარაოკე/დისკოთეკა. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმაც მოამზადეს სადღესასწაულო ნომრები, იცეკვეს, იმღერეს მიულოცეს პედაგოგებსა და თანატოლებს ახალი წლის დღესასწაული, გამართეს გასართობი თამაშები და იცეკვეს დიჯეის მუსიკის თანხლებით.

Secret Santa

27 Dec 2019

“ევროპული სკოლის” თანამშრომლებს 27 დეკემბერს გადაეცა სკოლის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად მომზადებული საახალწლო საჩუქრები, მოგვიანებით კი თანმშრომლები სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ Secret Santa-ს საჩუქრების მისაღებად. საჩუქრების გახსნის და Secret Santa-ს გამოცნობის პროცესი სახალისო აღმოჩნდა თითოეული მოთამაშისთვის და მისცა საშუალება თანამშრომლებს, უფრო უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი.

საახალწლო სპექტაკლი

25 Dec 2019

ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სადღესასწაულო წარმოდგენები გრძელდება. 24 დეკემბერს მე-4 ბ კლასმა წარმოგვიდგინა საახალწლო სპექტაკლი რუსულად. მე-2 ა,ბ და გ კლასის მოსწავლეებმა გვიჩვენეს სპექტაკლი ,,სათაგური“ და ,,საშობაო ზღაპარი.“ მე-5 კლასელებმა კი ცნობილი სადღესასწაულო სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებმა უკვე შექმნეს საახალწლო განწყობა და მოსულ სტუმრებს გაუზიარეს სითბო და სიყვარული.

საშობაო გამოფენა

25 Dec 2019

“ევროპულ სკოლაში“ ტრადიციულად მოსწავლეთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შობა-ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და კონსტრუქციები. ნამუევრები შექმნილი იყო მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით. საშობაო გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართული პროგრამის დაწყებითი, საბაზო საფეხურისა და საერთაშორისო ბაკალავრეატის PYP და MYP პროგრამის მოსწავლეებმა.