“ევროპული სკოლა“ იწყებს საერთაშორისო ბაკალავრიატის მეოთხე პროგრამის დანერგვას!

#ახალიგამოწვევა #მუდმივიგანვითარება

უკვე ათწლეულზე მეტია, მუდმივი განვითარება “ევროპული სკოლის“ მთავარი მახასიათებელია. წინსვლისა და განვითარების გზაზე პრიორიტეტულია თითოეული მოსწავლის საჭიროების, კარიერული მიზნების გათვალისწინება. მრავალფეროვანი და განსხვავებულია მოსწავლეთათვის შეთავაზებული აკადემიური პროგრამები, თუმცა მათი დამთავრებისას მიღწეული შედეგი ერთია – თითოეული პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება მოსწავლეთა სამომავლო წარმატების წინაპირობაა.

“ევროპულ სკოლას“ ოფიციალურად მიენიჭა საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (IB CP) კანდიდატი-სკოლის სტატუსი.

კარიერული პროგრამა (CP) არის საერთაშორისო განათლების პროგრამა, რომელიც პასუხობს იმ მოსწავლეთა საჭიროებებს, რომლებიც კარიერული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი. ეს არის გზა უმაღლესი განათლების, პროფესიის დაუფლებისა და დასაქმებისკენ.

კარიერული პროგრამის (CP) დანერგვით “ევროპული სკოლა“ 2022 წლის სექტემბრიდან გახდება ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სკოლათაგან, რომლებიც საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ოთხივე პროგრამას ახორციელებენ.

5400 ავტორიზებული IB მსოფლიო სკოლიდან მხოლოდ 41 სთავაზობს მოსწავლეებს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების სრულ ნაკრებს (PYP, MYP, DP და CP). “ევროპულ სკოლაში“ IB CP პროგრამის დანერგვა წინასაუნივერსიტეტო განათლების კიდევ ერთი დამატებითი არჩევანი იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის.

Share on: