კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები

“კინგსის“ ოლიმპიადა მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. ჩვენი სკოლა მე-9 წელია მონაწილეობს “კინგსის“ ოლიმპიადაში. ,,ევროპული სკოლის“ წარჩინებულ მოსწავლეებს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული პირველი ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარმატება მიულოცა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა: ეკატერინე კევლიშვილი, შალვა ისაკაძე, ვაჩე პაპუაშვილი, ალექსანდრე და დავით მჭედლიძეები, გიორგი ხუნძაკიშვილი, ანდრია ხოსრუაშვილი, ნიტა და ნიკოლოზ ბაღდავაძეები, ნიკოლოზ სააკაშვილი, მელინა სავიდუ, ავთანდილ წერეთელი, ლიზი ახალკაცი და ალექსი შუშანია.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

Share on: