ახალი ამბები

როგორ აღნიშნო დაბადების დღე “ევროპულ სკოლაში?“

11 Oct 2019

დაბადების დღე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა და მას ყველა თავისებურად აღნიშნავს. თუმცა, ხშირად რთულია მისი ორგანიზება, როცა გასათვალისწინებელია სტუმრების რაოდენობა, ლოკაცია, გარემო. თუ გსურთ დაუვიწყარი დღე მოიწყოთ კლასელებთან ერთად “ევროპული სკოლის“ კაფე მზად არის ყველაზე ხალისიანი და მეგობრული დაბაბდების დღის მოსაწყობად. მოიწვიე მეგობრები, შეადგინე საკუთარი მენიუ და გაატარე დრო საყვარელ კლასელებთან ერთად.

ფსიქოლოგის საათი

09 Oct 2019

რა როლს ასრულებს ურთიერთობა ადამისნის ცხოვრებში? რატომ გვჭირდება ურთიერთობა? შეიძლება თუ არა ურთიერთობის სწავლა? რა სჭირდება ადამიანს წარმატებული ურთიერთობისთვის? ამ და სხვა შეკითხვებზე “ევროპული სკოლის“ ფსიქოლოგმა ქეთი ოსიაშვიოლმა ქართული პროგრამის მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეებს უპასუხა. “ფსიქოლოგის საათის“ მთავარი თემა “წარმატებული და და ეფექტიანი ურთიერთობის ხელოვნება“ იყო, რომელიც მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სტუმარი ბრიტანეთიდან

09 Oct 2019

გასულ კვირას “ევროპულ საბავშვო ბაღს“ პიპა ჰოუკინსი ბრიტანეთიდან ესტუმრა. პიპა ქალაქ ბრისტოლის საბავშვო ბაღის წამყვანი მასწავლებელია. მან დაათვალიერა ჩვენი ბაღი, ესაუბრა ბავშვებს და დაესწრო მიმდინარე აქტივობებს. მომავალში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვგეგმათ მჭიდრო თანამშრომლობას ბრისტოლის ბაღსა და “ევროპულ საბავშვო ბაღს“ შორის.

ღიმილის საერთაშორისო დღე

09 Oct 2019

ბედნიერების შეგრძნებით, მხიარული განწყობითა და სიცილით გაჯერებული დღე! შემოგვიერთდით, გამხიარულდით, გახდით ღიმილიანი!

აღმოაჩინე წინანდალი

09 Oct 2019

“ამერიკული უმაღლესი სკოლის“ (AHS) მე -11 კლასის მოსწავლეები წინანდალში გაემგზავრნენ. მოინახულეს წინანდალის სამკვიდრო მუზეუმი და ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და პოეზიის შესახებ ბევრი მათთვის უცნობი ისტორიები შეიტყვეს. გზად მოინახულეს უჯარმის ციხე და ღვინის ქარხანა. ჩაერთნენ მასტერკლასში და კლასელებთან ერთად ხალისით ამოავლეს ჩურჩხელები.

მასწავლებელის საერთაშორისო დღე

04 Oct 2019

1994 წლის 5 ოქტომბრიდან მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამიტომაც “ევროპულ სკოლაში“ არაერთი აქტივობა დაიგეგმა. სკოლის მთავარ შემოსავლელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს მოსწავლეებმა თავიაანთ საყვარელ მასწავლებლებს და მისალოცი ბარათები გადასცეს. მთელი კვირის განმავლობაში გაიმართა მხიარული სპორტული შეჯიბრება მასწავლებელთა და მოსწავლეებს შორის; პედაგოგთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; სპეციალურ ყუთში მოსწავლეება წერილები და მისალოცი ბარათები ჩაყარეს; ყველასთვის მოულოდნელად დაიდგა ფლეშმობი; მოეწყო გამოფენა “ჩემი პედაგოგის ბავშვობა,“ სადაც მასწავლებელთა ბავშვობის ფოტოები გამოიფინა და მოსწავლეებმა ხალისით ამოიცნეს ისინი; დაწყებით კლასებში დამრიგებლის პორტრეტები დახატეს და გამოფინეს. ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა დაფასება და მათი ღვაწლის გადახდა იყო. გილოცავთ!

ანა ყიფიანის კლასიკური მუსიკის კონცერტი

03 Oct 2019

“ევროპულ სკოლაში“ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ნიჭიერი შემსრულებლის, “ევროპული სკოლის“ Brand Ambassador-ის ანა ყიფიანის საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსი ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, “ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი და სხვ.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

02 Oct 2019

1 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

02 Oct 2019

1 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.