ახალი ამბები

ფსიქოლოგის რჩევები პირველკლასეთა მშობლებს

11 Oct 2019

“პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“ მნიშვნელოვანი თემაა მშობლებისთვის, ამიტომაც “ევროპული სკოლის“ ფსიქოლოგმა ქეთევან ოსიაშვილმა სემინარი გამართა მშობლებისთვის და განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ✔ სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები ✔ სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები ✔ სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები ✔ სასწავლო მოტივაცია და სკოლასთან ადაპტაცია ✔ მშობლის როლი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესში.

მოიარე საქართველო

11 Oct 2019

შემოდგომით მოგზაურობა საქართველოს სხვადსხვა კუთხეში განსაკუთრებულად ლამაზია. “ევროპულის სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მე-10ა და მე-10ბ კლასის მოსწავლეები კახეთში კაჭრეთს ესტუმრნენ. მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს. კლასელებთან ერთად გატარებული უქმეები შინაარსიანად და ხალისიანად გაატარებს მეგობრებმა. დატკბნენ ბუნებით და საოცარი ფერების ჰარმონიით.

მოიარე საქართველო

11 Oct 2019

კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. MYP პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეები 2 დღით კახეთში წავიდნენ. პირველი დღე ძირითადად კახეთის სანახაობებს დაეთმო. მეორე დღეს სტუდენტები ჯერ ქინძმარაულის კორპორაციას ეწვივნენ, სადაც ჩურჩხელების და პურის დამზადება ისწავლეს, შემდეგ კი “მეღვინეობა ხარებას," სადაც ერთობლივი ძალებით ჩაერთნენ რთველში და თავადვე დაწურეს მოკრეფილი ყურძენი.

როგორ აღნიშნო დაბადების დღე “ევროპულ სკოლაში?“

11 Oct 2019

დაბადების დღე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა და მას ყველა თავისებურად აღნიშნავს. თუმცა, ხშირად რთულია მისი ორგანიზება, როცა გასათვალისწინებელია სტუმრების რაოდენობა, ლოკაცია, გარემო. თუ გსურთ დაუვიწყარი დღე მოიწყოთ კლასელებთან ერთად “ევროპული სკოლის“ კაფე მზად არის ყველაზე ხალისიანი და მეგობრული დაბაბდების დღის მოსაწყობად. მოიწვიე მეგობრები, შეადგინე საკუთარი მენიუ და გაატარე დრო საყვარელ კლასელებთან ერთად.

ფსიქოლოგის საათი

09 Oct 2019

რა როლს ასრულებს ურთიერთობა ადამისნის ცხოვრებში? რატომ გვჭირდება ურთიერთობა? შეიძლება თუ არა ურთიერთობის სწავლა? რა სჭირდება ადამიანს წარმატებული ურთიერთობისთვის? ამ და სხვა შეკითხვებზე “ევროპული სკოლის“ ფსიქოლოგმა ქეთი ოსიაშვიოლმა ქართული პროგრამის მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეებს უპასუხა. “ფსიქოლოგის საათის“ მთავარი თემა “წარმატებული და და ეფექტიანი ურთიერთობის ხელოვნება“ იყო, რომელიც მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სტუმარი ბრიტანეთიდან

09 Oct 2019

გასულ კვირას “ევროპულ საბავშვო ბაღს“ პიპა ჰოუკინსი ბრიტანეთიდან ესტუმრა. პიპა ქალაქ ბრისტოლის საბავშვო ბაღის წამყვანი მასწავლებელია. მან დაათვალიერა ჩვენი ბაღი, ესაუბრა ბავშვებს და დაესწრო მიმდინარე აქტივობებს. მომავალში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვგეგმათ მჭიდრო თანამშრომლობას ბრისტოლის ბაღსა და “ევროპულ საბავშვო ბაღს“ შორის.

ღიმილის საერთაშორისო დღე

09 Oct 2019

ბედნიერების შეგრძნებით, მხიარული განწყობითა და სიცილით გაჯერებული დღე! შემოგვიერთდით, გამხიარულდით, გახდით ღიმილიანი!

აღმოაჩინე წინანდალი

09 Oct 2019

“ამერიკული უმაღლესი სკოლის“ (AHS) მე -11 კლასის მოსწავლეები წინანდალში გაემგზავრნენ. მოინახულეს წინანდალის სამკვიდრო მუზეუმი და ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და პოეზიის შესახებ ბევრი მათთვის უცნობი ისტორიები შეიტყვეს. გზად მოინახულეს უჯარმის ციხე და ღვინის ქარხანა. ჩაერთნენ მასტერკლასში და კლასელებთან ერთად ხალისით ამოავლეს ჩურჩხელები.

მასწავლებელის საერთაშორისო დღე

04 Oct 2019

1994 წლის 5 ოქტომბრიდან მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამიტომაც “ევროპულ სკოლაში“ არაერთი აქტივობა დაიგეგმა. სკოლის მთავარ შემოსავლელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს მოსწავლეებმა თავიაანთ საყვარელ მასწავლებლებს და მისალოცი ბარათები გადასცეს. მთელი კვირის განმავლობაში გაიმართა მხიარული სპორტული შეჯიბრება მასწავლებელთა და მოსწავლეებს შორის; პედაგოგთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; სპეციალურ ყუთში მოსწავლეება წერილები და მისალოცი ბარათები ჩაყარეს; ყველასთვის მოულოდნელად დაიდგა ფლეშმობი; მოეწყო გამოფენა “ჩემი პედაგოგის ბავშვობა,“ სადაც მასწავლებელთა ბავშვობის ფოტოები გამოიფინა და მოსწავლეებმა ხალისით ამოიცნეს ისინი; დაწყებით კლასებში დამრიგებლის პორტრეტები დახატეს და გამოფინეს. ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა დაფასება და მათი ღვაწლის გადახდა იყო. გილოცავთ!