ახალი ამბები

“ექიმის დღე“ წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს, ბაღში გვესტუმრა ნიკოლოზ შანავას დედიკო, ექიმი ანა გოდელაშვილი. იგი პატარებს ადამიანის აგებულებაზე და მის ჯანმრთელობაზე ესაუბრა, რაშიც მას ექიმის ასისტენტი, ნიკოლოზი უწევდა დახმარებას. ბავშვებმა სათამაშო დათუნიას პაციენტი როლი მოარგეს: გასინჯეს,გაუკეთეს ნემსები. მოუსმინეს ერთმანეთის გულისცემას. ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ექიმობანას თამაში ჩვენი პატარებისთვის. დიდი მადლობა ანას!

სტუმრები შვედეთის საელჩოდან და მოკითხვა ასტრიდის შვილიშვილისგან “ევროპული სკოლის" მოსწავლეებს

14 Nov 2019

დღეს 14 ნოემბერს ყველასათვის საყვარელი, შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. აიმიტომაც სკოლაში მოსწავლეები ცელქი და მოუსვენარი პეპისა და მსუნაგი კარლსონის ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ. ერთი დღით გააცოცხლეს ასტრიდის საყვარელი გმირები და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულად დახვდენენ. “ევროპულ სკოლას“ სტუმრად ეწვივნენ: შვედეთის საელჩოს მეორე მდივანი ჯონ რუნსონი, შვედეთის საელჩოს კომუნიკაციისა და კულტურის საქმეთა ოფიცერი თამარ დათუაშვილი, “სულაკაურის გამომცემლობიდან“ გამომცემელი თინა მამულაშვილი და დრამატურგი, მთარგმნელი დავით გაბუნია. როცა შვედეთში მწერლის მემკვიდრეებმა შეიტყვეს ჩვენი კვირეულის შესახებ, ბ-ნ ჯონს ასტრიდის შვილიშვილმა გულითადი მოკითხვა დააბარა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან. სტუმრებმა მოსწავლეებს უამბეს შვედეთისა და ავტორის შესახებ განსაკუთრებული ისტორიები, წარადგინეს ახალი გამოცემები და შეუქმენეს მოტივაცია უფრო მეტი იკითხონ რათა გახდნენ წიგნიერები.

ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა

14 Nov 2019

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ ფარგლებში ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მოსწავლეებს “პეპი გრძელწინდა“ და “სახურავის ბინადარი კარლსონი“ წაუკითხა. შეხვედრა “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში გაიმართა და სრული ანშლაგით ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მსახიობის მიერ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს და საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ სტუმარს. რუსუდანმა სხვადსხვა ფრაგმენტი გააცოცხლა წიგნებიდან და მომავალში ლინდგრენის სხვა წიგნების წაკითხვასაც დაპირდა პატარებს. წიგნიერი მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მსახიობთან შეხვედრა.

ყველასათვის საყვარელი ლიტერატურული გმირების ნახატების გამოფენა

14 Nov 2019

ასტრიდ ლინდგრენის წიგნის გმირებს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები კარგად იცნობენ, ამიტომაც გააცოცხლეს პეპი, კარლსონი, ემილი, რონია და საკუთარი თვალით დანახული მხიარული გმირები დახატეს. “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის დაწყებითი კლასისა და PYP პროგრამის მოსწავლეების ნახატები გამოიფინა. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე ერთი თვის განამვლობაში დახატეს ყველასათვის საყვარელი გმირების გამოსახულებები, შექმნეს გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.

“პეპი“ სტუმრად წითელ ჯგუფში

14 Nov 2019

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღეს არსანიშნავად ჩვენს ბაღშიც მოეწყო საინტერესო “კითხვის საათი“. ნინი ზერეკიძის დედიკომ, ნათია არჩვაძემ, რომელიც ჩვენი ბაღის პედაგოგია, პატარებს წაუკითხა ნაწყვეტი წიგნიდან “პეპი გრძელიწინდა“. ბავშვებმა პეპის პორტრეტებიც გააფერადეს. მადლობა ნათიას საიტერესო და სახალისო საღამოსთვის!

ევროპულ ბაღში მშობლის კვირეული გრძელდება

14 Nov 2019

დღეს წითელ ჯგუფში ვუმასპინძლეთ ანასტასია ზარიძის დედიკოს, მოდელიერ-დიზაინერს ტატა თუთბერიძეს. იგი პატარებს ტანსაცმლის შექმნაზე და მის დიზაინზე ესაუბრა. ერთად შექმნეს ლამაზი კაბების და მაისურების ესკიზები. დიდი მადლობა ტატას საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

14 Nov 2019

მშობლის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს ბაღში, არ წყდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღეს ლურჯ ჯგუფში, ნატალი ფანიაშვილის დედა, ლიზა ნიქაბაძე პატარებს ადამიანის აგებულებაზე ესაუბრა. ლიზა ჩვენი ბაღის ინგლისური ენის პედაგოგია და მან შესაბამისად გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარა. პატარები ერთმანეთს ჩონჩხის ფაზლის აწყობაში შეეჯიბრნენ და ბოლოს სახალისო ცეკვაც შეასრულეს სიმღერაზე: ‘’Skeleton Dance”. მადლობა ლიზას საინტერესო გაკვეთილისთვის!

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული/ლიტერატურული ვიქტორინა

13 Nov 2019

ასტრიდ ლინდგრენს მრავალი დამფასებელი და მოყვარული ყავს საქართველოში და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი წიგნების მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება. კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება, აგრეთვე ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

სტუმრები ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში

11 Nov 2019

დღეს ბაღში გვესტუმრენ, ნიას მშობლები, ინჟინერი ჯეგანათან მარიაპანი და მაჰისვარი მანოჰარ. მათ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ გამოიგონეს ტრანსპორტი. ბავშვებმა სიამოვნებით მოისმინეს ეს ამბავი, დასვეს კითხვები და შეკითხვებსაც უპასუხეს. მადლობა მშობლებს ესეთი ჩართულობისთვის!