მუზეუმი სკოლაში

“საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა“ “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ასახავს ცენტრში დაცულ სხვადასხვა ენოვან კოლექციას: ქართლი ანბანის სამივე სახეობის ხელნაწერები, ლათნური, ბერძნული, იტალიური და სხვა ენებზე შესრულებული ხელნაწერები უნიკალურ მრავალფეროვნებას ქმნიან.

“ევროპულ სკოლაში“ გამოიფინა მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი ხელნაწერის, “ვანის ოთხთავის“ მულაჟის ზუსტი ასლი.

მოეწყო 3D ინსტალაცია, რომელიც ასახავს უნიკალურ ხელნაწერ მემკიდრეობას, როგორც ქართულს, ისე უცხოურს.

მოეწყო შეხვედრა მეცნიერთან: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა დუღაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია უნიკალური ხელნაწეერი მემკვიდრეობის შესახებ.

Share on: