სუმო რობოტიქსის შეჯიბრი

18 თებერვალს, “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში“ Future Laboratory-ის ორგანიზებით გაიმართა სუმო რობოტების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მეექვსე კლასელებმა, სადაც “ბაქსვუდისა“ და “ჯეჯილის“ სკოლის გუნდებს გაუწიეს ასპარეზობა.
მონაწილეეებმა გამართეს რობოტები და დაწერეს კოდი, რომლითაც შეეჯიბრნენ მოწინააღმდეგე გუნდების რობოტებს.
შეჯიბრება “ევროპული სკოლის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

Share on: