ახალი ამბები

თავისუფალი გაკვეთილები

28 Nov 2019

“თავისუფალი გაკვეთილები“ გიორგი კეკელიძესთან ერთად გრძელდება. “ევროპული სკოლის“ განახლებულ ბიბლიოთეკაში მწერალმა გიორგი კეკელიძემ კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა ქართული პროგრამის მე-4 კლასელებთან. უყურეს ნახატ ფილმებს, რომელიც შესახებაც გამართეს დისკუსია და იმსჯელეს მათთვის საინტერესო თემებზე. “ევროპული სკოლის“ განახლებულ ბიბლიოთეკაშიუყურეს ნახატ ფილმებს, რომელიც შესახებაც გამართეს დისკუსია და იმსჯელეს მათთვის საინტერესო თემებზე.

ლიტერატურის უნივერსალური გაკვეთილი

28 Nov 2019

“ევროპული სკოლის“ მეშვიდეკლასელებმა კარგად იციან რატომ ჰქვია “ხუთშაბათობა“ იმ გაკვეთილებს, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა და ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში ყოველკვირეულად ტარდება. ამჯერად მათ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის ფარგლევში იმუშავეს პროექტზე : გ.ლეონიძის მუხლადი სიტყვა. წაიკითხეს მოთხრობები და ნახეს მხ.ფილმი “ნატვრის ხე“, იმსჯელეს ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზებული ვარიანტის შესახებ; დამსწრე საზოგადოებას გააცნეს არჩეული მოთხრობების მიხედვით მათ მიერ დაწერეილი კინოსცენარები; შეადგინეს ლექსიკონი; წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციაბი.

როგორ ვისწავლოთ ნარჩენების მართვა?

28 Nov 2019

“ევროპულ სკოლაში“ საინტერესო ექსპერომენტები ჩატარდა ბუნებისა და სპორტის გაკვეთილებზე. სკოლას ეწვივნენ WMA Georgia/საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ პროგრამას #შეამცირეპლასტმასა CCNN, USAD-ის მხარდაჭერით. ტრანსდისციპლინარული თემის “ნარჩენების მართვა, ნარჩენების შემცირება და ნარჩენების დახარისხება“ ფარგლებში ჩატარდა ბუნებისა და სპორტის განსხვავებული გაკვეთილები, სადაც მეორადი მაისურებისგან ჩანთები დაამზადეს მოსწავლეებმა.

ზამთრის სპორტი და უსაფრთხოება

28 Nov 2019

22 ნომებერს WeSki Georgia-მ “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო და საბაზო საფეხურის ყველა კლასის მოსწავლეს ჩაუტარა ტრენინინგი თემაზე-“ზამთრის სპორტი და უსაფრთხოება.“

“ალმას თასი - 2019“

28 Nov 2019

20-23 ნოემბერს სტუდენტური გაერთიანება “ალმა მატერის“ ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში “ალმას თასი- 2019“. ტურნირში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები და პარტნიორი სკოლების - “ევროპული სკოლის“, თბილისის №23 და №98 საჯარო სკოლების, საფეხბურთო გუნდები. ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ფინალში გამართული ასპარეზობის შედეგად “ევროპული სკოლის“ გუნდმა მე-3 ადგილი მოიპოვა. საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: I ადგილი - “ ვასკო და გამა“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; II ადგილი - “რეალ მატერი“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; III ადგილი - “ ევროპული სკოლა“ - ევროპული სკოლა. ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულ გუნდებს გამარჯვებულთა თასი, მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.

ანტიბულიგ კამპანია #ერთადუკეთესია

26 Nov 2019

“ევროპულ სკოლაში“ მთელი კვირის განამვლობაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა ანტიბულიგ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ევროპული სკოლის“ ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის სამსახური. MYP პროგრამის მოსწავლეებმა მოაწყეს თემატური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ფილმების გარშემო გამართეს დისკუსია ბიბლიოთეკაში. ასევე თემის ირგვლივ მოამზადეს პოსტერები და გამოფინეს დერეფნებში. მოაწყეს “ფაბლაბში“ მომზადებული ნამუშევრების გამოფენაც. PYP პროგრამის მოსწავლეებმა კი მთელი კვირის განმავლობაში გამართეს თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია კლასებში, ასევე ჩაატარეს კვირეულისადმი მიძღვნილი ასამბლეა. კამპანიაში ჩართული იყო ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც, რომელთაც მოამზადეს პოსტერები თემაზე #ერთადუკეთესია.’’ მოაწყეს მოკლემეტრაჟინი ფილმების ჩვენება-დისკუსია.

მშობლის კვირეული

21 Nov 2019

21 ნოემბერს ყვითელ ჯგუფში გვესტუმრა მაშო დავითაძის დედა, იურისტი ქეთი ქვარცხავა. იგი ბავშვებს საკუთარ პროფესიაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.პატარები მხიარულად ჩაერთნენ საუბარში და გამოხატეს თავიანთი აზრი ამ თემებთან დაკავშირებით.შეხვედრის ბოლოს მაშომ მეგობრები სათამაშოებით დაასაჩუქრა. დიდი მადლობა ქეთის მობრძანებისთვის!

შეხვედრა ბავშვებთან

21 Nov 2019

ქართული პროგრამის 3ა კლასის მოსწავლეებმა სკოლაში დაპატიჟეს და უმანსპინძლეს სპეციალური საჭიროების მქონე თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათთან ერთად დახატეს. შეხვედრა სოცილური პროექტის ,,კომუნიკაცია“ ფარგლებში გაიმართა და ჟესტების ენით კომუნიკაციას მიეძღვნა. მოსწავლეებმა იმუშავეს სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაციის თემებზე და ახალი მეგობრებიც შეიძინეს.

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

20 Nov 2019

ყვითელ ჯგუფში, ელენე ნარმანიას მამა, დავით ნარმანია ბავშვებს პროფესიების შესახებ ესაუბრა. პატარებმა მხიარულად წარუდგინეს თავი სტუმარს. უამბეს თუ რა პროფესიებს აირჩევენ მომავალში. მადლობა ბატონ დავითს საინტერესო შეხვედრისთვის!