მნიშვნელოვანი სიახლე “ევროპულ სკოლაში“

“ევროპული სკოლა“ პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც გადადის მიღება-ჩარიცხვის ელექტრონულ პროცესზე, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიურ პორტალს OppenApply. ელექტრონული აპლიკაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს მიღება-ჩარიცხვის პროცედურებს და შესაძლებლობას აძლევს მშობლებს და აპლიკანტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეავსონ განაცხადები, ატვირთონ საბუთები, ფოტოები და განახორციელონ გადახდის ტრანზაქციები. OpenApply თავსებადია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა ონლაინ გადახდების პორტალი, ავტომატური ტექსტური შეტყობინება და ავტომატური ელ. ფოსტა.
ონლაინ სისტემაზე გადასვლის მიზანია მიღება-ჩარიცხვის სამსახურის ეფექტური მენეჯმენტი, მასთან დაკავშირებული ოპერაციების და ფუნქციონირების კომპიუტერიზაცია; მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის საბუთების შემოტანის პროცედურების გამარტივება; აპლიკანტებისთვის და არსებული მოსწავლეებისთის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და სკოლის რეესტრის უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და მარტივი პროცესის დანერგვა.

“ევროპულ სკოლაში“ დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს https://es.openapply.com/

Share on: