ახალი ამბები

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

14 Nov 2019

მშობლის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს ბაღში, არ წყდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღეს ლურჯ ჯგუფში, ნატალი ფანიაშვილის დედა, ლიზა ნიქაბაძე პატარებს ადამიანის აგებულებაზე ესაუბრა. ლიზა ჩვენი ბაღის ინგლისური ენის პედაგოგია და მან შესაბამისად გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარა. პატარები ერთმანეთს ჩონჩხის ფაზლის აწყობაში შეეჯიბრნენ და ბოლოს სახალისო ცეკვაც შეასრულეს სიმღერაზე: ‘’Skeleton Dance”. მადლობა ლიზას საინტერესო გაკვეთილისთვის!

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული/ლიტერატურული ვიქტორინა

13 Nov 2019

ასტრიდ ლინდგრენს მრავალი დამფასებელი და მოყვარული ყავს საქართველოში და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი წიგნების მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება. კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება, აგრეთვე ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

სტუმრები ინგლისური სექტორის ლურჯ ჯგუფში

11 Nov 2019

დღეს ბაღში გვესტუმრენ, ნიას მშობლები, ინჟინერი ჯეგანათან მარიაპანი და მაჰისვარი მანოჰარ. მათ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ გამოიგონეს ტრანსპორტი. ბავშვებმა სიამოვნებით მოისმინეს ეს ამბავი, დასვეს კითხვები და შეკითხვებსაც უპასუხეს. მადლობა მშობლებს ესეთი ჩართულობისთვის!

საუცხოო ქიმიური ექსპერიმენტები

11 Nov 2019

ევროპულ ბაღში გრძელდება მშობლის კვირეული. 8 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ალექსანდრე ღლონტის დედა, ქიმიკოსი სოფო ფაცაცია, კოლეგასთან თეა სიხარულიძესთან ერთად. მათ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს საოცარი სანახაობა მოუწყვეს ქიმიური ექსპერიმენტების სახით.

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე ანამარია იაკობიძე გახდა

08 Nov 2019

8 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, IB და AHS) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. არჩევნები დაიწყო 10 საათზე და დასრულდა 14:30 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები.

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში

07 Nov 2019

კვირეული შეეხება უკვე შესწავლილი თემებიდან ერთ–ერთ ქვეთემას "პროფესიები".6 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ელენე კაპანაძის დედა, ექიმი ნინო გამეზარდაშვილი.ის ბავშვებს ესაუბრა ადამიანის აგებულებასა და შინაგან და გარეგან ორგანოებზე. ბავშვებმა ნინოს დაუსვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი და საინტერესო პასუხები, ფონეიდოსკოპით მოუსმინეს გულისცემას... შეხვედრა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ჩვენი პატარებისთვის, რაზეც დიდი მადლობა ელენეს დედიკოს!

წინასაარჩევნო დებატები

05 Nov 2019

5 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები, სადაც ოთხივე კანდიდატმა გაგვაცნო საკუთარი ხედვები მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით.

მოსწალეთა პარლამეტის თავჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე ყუბანეიშვილის საარჩევნო კამპანია

05 Nov 2019

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თორნიკე ყუბანეიშვილმა რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. გამართა შეხვედრა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებთან გიორგი ბერიაშვილთან და სოსო ებილაშვილთან. მოჭიდავეებთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს და რამოდენიმე ძიუდოს ილეთიც აჩვენეს.

მოსწავლეთა საბჭო

04 Nov 2019

31 ოქტომბერს სააქტო დარბაზში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის “მოსწავლეთა საბჭოს“ წევრები შეიკრიბნენ და განეხილეს მათი თვალით დანახული პრობლემები და გადაჭრის გზები. დაწყებით საფეხურის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო სასწავლო გამოცდილების გაზიარება მოხდა. “მოსწავლეთა საბჭოს“ საქმიანობა ხელს უწყობს სკოლის მიზნების აღსრულებას. მოსწავლეებს ეხმარებათ სიამოვნება მიიღონ სასწავლო პროცესით, გამოიჩინონ შემოქმედებითობა, არ შეუშინდნენ სიახლეებს, ისწავლონ პრობლემების გადაჭრა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.