ახალი ამბები

რეკლამის შექმნის ხელოვნება

29 Mar 2019

“ევროპული სკოლის“ PYP კლასის მოსწავლეებს სარეკლამო კომპანია ADvan-მა რეკლამის შექმნის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. პრეზენტატორებმა ბავშვეს აჩვენეს საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი რეკლამები და მისცეს საინტერესო რჩევები თუ როგორ უნდა შექმნან წარმატებული რეკლამა.

როცა მეცნიერება სახალისოა

27 Mar 2019

22 მარტს ქართული პროგრამის მე-2ა კლასი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს “ექპერიმენტორიუმს“ ეწვია. მოსწავლეებმა თავი პატარა მეცნიერებად იგრძნეს. გაზომეს ყვირილის ძალის სიძლიერე; ელვა დაიჭირეს ხელში; ქვიშით დახატეს და მიიღეს მონაწილეობა სამეცნიერო შოუში, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა მათთვის.

ექპერიმენტი ფიზიკის ლაბორატორიაში

27 Mar 2019

მეცნიერება ორმაგად სახალისოა, როდესაც უფროსკლასელები დაწყებითი კლასის მომსწავლეებს ექსპერიმენტებით აცნობენ ფიზიკის კანონზომიერებებს. 26 მარტს “ევროპული სკოლის“ ფიზიკის ლაბორატორიაში პედაგოგმა ირინა კოჭლამაზაშვილმა “მხიარული მეცნიერების“ გაკვეთილი ჩაატარა. მე-2 კლასელებმა დაითვალეს მონეტაზე წყლის წვეთები, რძეზე დახატეს, დააკვირდნენ კვერცხის კოლბაში გაუჩინარებას და ნავის მოძრაობას შეფერილ სითხეში.

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

25 Mar 2019

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ “ამერიკული უმაღლესი სკოლისა“ და ქართული პროგრამის მოსწავლეებისთვის ტუბერკულიოზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოზარდებს გააცნეს: რა იწვევს დაავადებას, როგორ ვრცელდება ტუბერკულიოზი და როგორ განიკურნება. 24 მარტს “მზიურის“ პარკში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გამართავს ღონისძიებას ტუბერკულიოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გააცნობს დაავადების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას.

გაეროს ასოციაცია

25 Mar 2019

22 მარტს ,,ევროპულ სკოლაში" საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების ეგიდით გაეროს ასოციაცია ჩამოყალიბდა. ასოციაციის პრეზიდენტად და ბორდის წევრებად დაინიშნენ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები, რომლებიც თებერვლში ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში იმყოფებოდნენ. გაეროს ასოციაცია მომავალში იმუშავებს საერთაშორისო პროექტებზე. პირველად გაეროს საერთაშორისო ასამბლეა ჩატარება თბილისში და შემდგომ ნიუ-იორკის შტაბბინაში.

მარათონი ,,ლისის ტბაზე"

25 Mar 2019

შაბათს ,,ლისის ტბის" ტერიტორიაზე ,,ევროპული სკოლის" გუნდმა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად სპორტული მარათონი გამართა. სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი მორბენლები გამოვლინდნენ. მოსწავლეების გარდა მედლებითა და სერტიფიკატებით ყველაზე სწრაფი მშობლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მარათონი ,,ევროპული სკოლის" ღია კარის დღეს მიეძღვნა და აქტივისტმა მოსწავლეებმა სარეკლამო ფლაერებიც გაავრცელეს.

მხიარული სტარტები

25 Mar 2019

23 მარტს ,,ევროპული სკოლის" სპორტდარბაზში სპორტული შეჯიბრი “მხიარული სტარტები“ ჩატარდა. გუნდები ქართული და IB პროგრამის მოსწავლეებისა და მშობლებისგან დაკომპლექტდა. დაძაბულ ბრძოლაში ქართული პროგრამის გუნდმა უცხოური პროგრამის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მსაჯმა საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებს თასი გადასცა.

დაუნის სინდრომის დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“

22 Mar 2019

21 მარტს “ევროპული საბავშვო ბაღიც“ შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ბავშვებმა მოისმინეს ფსიქოლოგის პრეზენტაცია და ამომწურავად მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, ასევე სიმბოლურად მოხატეს წინდები.

ირანული ახალი წელი

22 Mar 2019

19 მარტს IB MYP-ის ირანელმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა წვეულება გამართეს.გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ირანული ახალი წელიც იზეიმეს. ტრადიციული კოსტიუმებით ნაციონალური ცეკვები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ირანული კულტურის გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა ქართველი და უცხოელი აუდიტორიისთვის.