ახალი ამბები
ლიტერატურული გაკვეთილი
20 Mar 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 9ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები წიგნის მაღაზია Books in Vake-ს ესტუმრნენ. მრავალფეროვანი წიგნების გარემოში მათ წაიკითხეს ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა. მოსწავლეებმა თავად თარგმნეს ფრაგმენტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან და ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე წაიკითხეს. წიგნის მაღაზიაში ქართველი ავტორების წიგნების გარდა გაიცნეს ბესტსელერი და ნათარგმნი ლიტერატურა.
ინგლისური ენის შესწავლის მეთოდები
19 Mar 201918 მარტს “ბრიტანეთის საბჭოს“ ხელშეწყობით “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა ბულგარეთის Anglia school-ის წარმომადგენელი ქეით ქელი. ქეით ქელიმ ისაუბრა ინგლისური ენის სწავლების გამოცდილების შესახებ. განიხილა სკოლის სტრუქტურა და უცხო ენის შესწავლის სხვადასხვა მეთოდი. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის სწავლების მაღალ ხარისხს და პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.
შეხვედრა გამომგონებელთან
19 Mar 201918 მარტს “ევროპული სკოლის“ FabLab-ში მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის რიგით მეორე FabX Talk-ის ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა გამომგონებელმა გიორგი გაბარაშვილმა მოსწავლეებს საკუთარი გამოგონებები გააცნო. FabX Talk-ზე მოწვეულმა სპიკერმა ბავშვებს წარუდგინა ვირტუალური ხელთათმანი, გააცნო Iron Man-ის კოსტიუმის იდეა და სხვა მრავალი საინტერესო გამოგონება. მოსწავლეებისთვის მსგავსი ინოვაციური მიგნებები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. FabX Talk-ის ღონისძიება ყოველთვიურად ტარდება FabLab-ში, რათა წავახალისოთ მოსწავლეების საქმიანობა ინოვატორობისა და STEAM განათლების მიმართულებით.
თებერვლის შემაჯამებელი ასამბლეა
19 Mar 201918 მარტს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა თებერვლის თვის შემაჯამებელი ასამბლეა მთავარ დარბაზში გამართეს. მათ 2018 აკადემიური წლის მეორე ნახევრის საქმიანობა შეაფასეს და წარმატებით წარმოადგინეს საკუთარი პროექტები.
შეაჩერე გლობალური დათბობა!
18 Mar 201915 მარტს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს თბილისის ქუჩებში. მოსწავლეებმა მოქალაქეებს შეახსენეს რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით. გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელის ზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელიც სამომავლოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას. აქცია ლოზუნგით “შეაჩერე გლობალური დათბობა“ “ევროპული სკოლის“ ეზოდან დაიწყო და “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“ დასრულდა.
მოდერნიზმი და პლაკატის დიზაინი
15 Mar 201913 მარტს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირის სახელობის დერეფანში საერთაშორისო ბაკალავრიატის IB MYP პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე, პლაკატის დიზაინის შესწავლის დროს შექმნილი მოდერნიზმის სტილში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს. ექსპოზიცია ინტეგრირებული პროექტის “მე ვარ ადამიანის“ ფარგლებში მოეწყო.
კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები
15 Mar 201913 მარტს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-8 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება. კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. წლევანდელ ოლიმპიადაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, 49 კინგსელმა მათემატიკაში მოიპოვა სერტიფიკატი და ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით.
სასწავლო ტური ბაკურიანში
13 Mar 2019“ევროპულის სკოლის“ IB DP პროგრამების მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს ულამაზეს კურორტ ბაკურიანში გაიმართა 3 დღიანი სასწავლო-შემეცნებითი ტური, რომლის დროსაც მოზარდები ჩაერთვნენ CAS (Creativity, Activity, Service) აქტივობებში. სემინარების დროს მათ შეისწავლეს მულტიკულტურული გუნდური მუშაობა; გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგი; მოაწყეს ინტელექტუალური თამაშები და სხვ. შედეგად მათ გაიღრმავეს ცოდნა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებში, შეიძინეს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეების კმაყოფილების გათვალისწინებით გადაწყდა რომ მსგავსი გასვლითი სემინარები რეგულარულად ჩატარდება.
შემეცნებითი ბანაკი – ASTRO CAMP-ი ამერიკაში
13 Mar 2019“ევროპული სკოლის”- “ამერიკული უმაღლესი სკოლის” ინიციატივით მოსაწვლეთა 19 კაციანი გუნდი 3-10 მარტს აშშ-ის ვირჯინიის ქალაქ ქლოვერში ASTRO CAMP-ში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს STEAM მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში. “ამერიკული უმაღლესი სკოლის” მოსწავლეებმა გაიცნეს და გაიღრმავეს ცოდნა ფიზიკის, ქიმიის, რობოტიქსის და ასტრონომიის სფეროში. ჯგუფის წევრებს თან ახლდათ ორი ხელმძღვანელი: ისტ და რობოტიკის პედაგოგი დავით ნოზაძე და FAB LAB-ის თანამშრომელი გურანდა გოგალაძე. ბანაკში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის მომავალი პროფესიების დასაუფლებად. ასევე ორ ქვეყებს შორის ინფორმაციისა და ცოდნის გასაცვლელად. ASTRO CAMP-ის ორგანიზატორებისა და ჩვენი სკოლის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა სამომავლო საგანმანათლებლო სტრატეგია. გუნდის წევრები აშშ-ში ნანახ სიახლეებს გაუზიარებენ “ევროპული სკოლის" STEAM მიმართულების პედაგოგებს და ერთობლივად განახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს.