ახალი ამბები
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე
24 Feb 2019“ევროპულ სკოლაში“ 21 თებერვალს აღინიშნა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა “ევროპული სკოლის“ მულტიკულტურულ საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, აემაღლებინა ცნობიერება ენების კუთხით. გიორგი კეკელიძის ლექცია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ენების კუთხეები, პრეზენტაციები, 15 წუთიანი ენის კურსები ტოლერანტობისა და სხვათა პატივისცემის წახალისების საუკეთესო საშუალებად გადაიქცა.
კალათბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი-SRAA Tbilisi Basketball Classic 2019
21 Feb 201914-16 თებერვალს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის საერთაშორისო სკოლების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს QSI -ის მიერ ორგანიზებულ კალათბურთის ჩემპიონატში - SRAA Tbilisi Basketball Classic 2019. ”ევროპული სკოლის” მე-9-12 კლასის მოსწავლეთა გუნდმა ფინალში, New School-ის გუნდთან ერთი ქულით დამარცხების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
ტელეხიდი ”ევროპული სკოლა” - გაეროს შტაბ-ბინა
21 Feb 2019არასამთავრობო ორგანიზაციასა - “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ და ”ევროპულ სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები აშშ-ში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. 2019 წლის 18 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა აღნიშნულ კონფერენციაში ჩართვა ტელეხიდის საშუალებით “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზიდანაც განახორციელეს. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და რეზოლუციების შედგენაში. კონფერენცია, რომლის თემა გახლდათ “წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფა”, ადგილობრივი დროით დაიწყო 19:00 სთ-ზე და 24:00 სთ-მდე გაგრძელდა. სკოლიდან, ტელეხიდების საშუალებით, მსგავს კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს მომავალშიც მიეცემათ.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის სტუმრობა
20 Feb 2019დღეს ”ევროპული ბაღის” აღსაზრდელებმა უმასპინძლეს თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ბატონ ზურაბ გურიელიძეს.ბავშვები ამჯამად გადიან თემას:”როგორ მუშაობს სამყარო?”, რომელიც მოიცავს საკითხებს ცხოველთა და ფრინველთა შესახებ. აქედან გამომდინარე, პატარებს უამრავი კითხვა ჰქონდათ ბატონ ზურასთან: რატომ აქვს სპილოს დიდი ყურები, ჟირაფს -გრძელი კისერი, ვეფხვს-ზოლები? რატომ არის დელფინი ადამიანის მეგობარი? როგორ სძინავს ჟირაფს? ამ და სხვა შეკითხვებზე მათ ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.
PYP ასამბლეა
20 Feb 201918 თებერვალს ”ევროპულ სკოლაში” გაიმართა PYP ასამბლეა, რომელსაც, ძირითადად, მოსწავლეთა სათათბიროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მათ დამსწრეთ გააცნეს PYP პროგრამის ჰოლში არსებული ”საერთაშორისო ხის”დანიშნულება, რაც მდგომარეობს სკოლის საზოგადოების სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლების ერთიანობის სიმბოლიზირებაში. მე-5 კლასის მოსწავლეებმა მომავალი პროექტების გამოფენის დეტალებზე, მიზნებსა და ამოცანებზეც ისაუბრეს. ასამბლეის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იყო მე-4 კლასის მოსწავლეთა მიერ სიმღერის შესრულება ჟესტების ენაზე, რომელიც მიმდინარე თემის-”როგორ გამოვხატავ საკუთარ თავს?” ფარგლებში ისწავლეს. მოგვიანებით მოსწავლეებმა ისაუბრეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღის შესახებ, რომელსაც 21 თებერვალს იზეიმებენ. ასამბლეის დასასრულს ხელოვნების მასწავლებელმა CITYART მსოფლიო ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა გააცნო მოსწავლეებს და წაახალისა ისინი, ჩაბმულიყვნენ აღნიშნულ კონკურსში.
სალაშქრო ინვენტარის გამოყენება
20 Feb 2019ორგანიზაცია ” WeSki Georgia”-ს წარმომადგენლებმა ”ევროპული სკოლის” მე-6 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გასულ კვირას გამართეს გუნდური თამაშები და თამაშის მონაწილეებს გააცნეს სალაშქრო ინვენტარის გამოყენების წესები: კარვის გაშლა, საძილე ტომრის, ქვეშაგების /"პარალონის", კომპასის გამოყენება.
სტუმრები Royal Russell School-დან
17 Feb 201915 თებერვალს "ევროპულ სკოლას" სტუმრად ეწვია დიდი ბრიტანეთის დელეგაცია Royal Russell School-დან. დელეგაციის წევრებმა ორგანიზება გაუწიეს მათემატიკურ კონკურსს 14-დან 16 წლამდე მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სკოლებმაც: New School, Givi Zaldastanishvili American Academy in Tbilisi, British-Georgian Academy. კონკურსში გაიმარჯვა ამერიკული აკადემიის მეათე კლასის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა “ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის გუნდი. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზები და მონაწილეობის სერთიფიკატები. ამავე დღეს Royal Russell School-ისწარმომადგენლებმა “ევროპული სკოლისა” და კონკურსში მონაწილე სკოლების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის ჩაატარეს პროფესიული განვითარების ვორქშოფი. Royal Russell School-სა და ”ევროპულ სკოლას” შორის, მომავალში აქტიური თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი.
ვალენტინობის დღესასწაული
17 Feb 201914 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ”ევროპული სკოლა” წითელი და ვარდისფერი ყვავილებით, საჰაერო ბუშტებით, ვალენტინობის ბარათებით, ტკბილეულით, იმ ჯადოსნურ სასახლეს დაემსგავსა, სადაც კუპიდონები სიყვარულის ისრებით ეგებეოდნენ მომსვლელებს, სასიყვარულო პოეზია და ვალსის ჰანგები კი რომანტიულ განწყობას უქმნიდა დიდსა თუ პატარას.
PYP-ის პროექტების გამოფენა-საორიენტაციო შეხვედრა მშობლებთან
14 Feb 201911 თებერვალს PYP მე-5 კლასის მოსწავლეთა მშობელთათვის გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა PYP-ის პროექტების გამოფენის შესახებ. ამ შეხვედრის მიზანი იყო, მშობელთათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გამოფენის შესახებ და მოსწავლეთა პროექტებში მშობლის როლისა და პასუხისმგებლობების გაცნობა. PYP-ის პროექტების გამოფენა არის პროგრამის კულმინაციური ეტაპი, სადაც მოსწავლეები ახდენენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს და უზიარებენ სკოლის საზოგადოებას, ამასთან ადგილი აქვს IB-ის მოსწავლის პროფილის ატრიბუტების დემონსტრირებას. პროექტის თემის არჩევისას მოსწავლეებს შეუძლიათ, შეისწავლონ მათთვის საინტერესო, ლოკალური თუ გლობალური მნიშვნელობის, რეალური პრობლემა, იმოქმედონ პრობლემის გადასაჭრელად და მოამზადონ პრეზენტაცია.