ახალი ამბები

ქართული პროგრამის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია

12 Feb 2019

“ევროპულ სკოლაში“ პედაგოგ მარინე მელიქიძის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს და მშობლებს წარუდგინეს ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, რომლებზეც 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა თემები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიეს და მეტად მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ: “ჩემი კლასის კალენდარი", "კომპიუტერული თამაშები კარგია თუ ცუდი?", "ჩემი საგვარეულოს ისტორია", "წიგნები გუშინ, დღეს, ხვალ", "მე და ჩემი სახელი", "კორეული კულტურა", "ჯანსაღი ცხოვრების წესი", "არ დაანაგვიანო!", "დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამოსი", "ტური კახეთში", "ჩქიმ სამარგალო". პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ბიბლიოთეკაში და მას ესწრებოდნენ: საფეხურის კოორდინატორი ინგა თოლორაია, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: მაია მელიქიშვილი , მაია წენგუაშვილი და სხვ.

ES STEAM CHALLENGE

11 Feb 2019

ევროპული სკოლა აცხადებს ყოველწლიურ ღონისძიებას "ES STEAM CHALLENGE" , რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. გამარაჯვებული გუნდისთვის დაწესებულია საინტერესო პრიზები, ასევე გამოვლინდება წლის STEAM მასწავლებელი.

თემა ”ბაქტერიები”

09 Feb 2019

7 თებერვალს 3 ბ კლასის დამრიგებელმა მარიკა მჭედლიძემ, კლასის სადამრიგებლო საათზე, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ისაუბრა ბაქტერიების შესახებ, ამასთან, რუსულის გაკვეთილი განავრცო შესაბამისი თემატიკით. მოგვიანებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა ბიოლოგიის ლაბორატორიაში პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან და ასმათ ახვლედიანთან ერთად. გაკვეთილზე პედაგოგებმა მოსწავლეებს აჩვენეს თემის შესაბამისი ვიდეო მასალა, ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაოები, კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს სასარგებლო და არასასარგებლო ბაქტერიების მნიშვნელობაზე, იმსჯელეს, თუ რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომ არ დაავადდნენ მავნე ბაქტერიებით. ბოლოს მოსწავლეებმა მიკროსკოპის საშუალებით საკუთარი თვალით ნახეს ბაქტერიები.

”აინშტაინის სკოლის” სიახლეები

04 Feb 2019

”აინშტაინის სკოლამ”, რომელიც ”კანტის აკადემიამ" გასულ წელს ”ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით გახსნა, 2019 წლის ზამთრის სეზონი განახლებული მოდულებითა და საინტერესო სიახლეებით დაიწყო. “მომავლის ლაბორატორიასა” და “ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით იწყება ინოვაციებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა , რაც გულისხმობს მომავლის პროფესიების შესწავლას 8-დან 12 წლამდე მოზარდებში. ეს პროფესიებია: ციფრული პროდუქტებისა და ალგორითმების შექმნა, პროგრამირებისა და ციფრული ლოგიკის საფუძვლები,3D მოდელირება და 3D ბეჭდვა, რობოტების პროგრამირება და სხვ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

01 Feb 2019

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეოთხედ ჩატარდა., ”ევროპულ სკოლაშიც”, უკვე ტრადიციულად, AHS-ის მოსწავლეები წიგნებიდან მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ამონარიდებს უკითხავდნენ ერთმანეთს. სკოლის ბიბლიოთეკაში მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მკითხველები და მსმენელები. მოზარდებმა საყვარელი ავტორების კითხვისას გაჩენილი ემოციები და საფიქრალი გაუზიარეს თანატოლებს. დღეს ბიბლიოთეკაში კონტაქტი უდაოდ შედგა...კონტაქტი თანატოლისა- თანატოლთან, სულისა -სულთან, მკითხველისა - წიგნთან....

ჩემი სხეული

01 Feb 2019

31 იანვარს ”ევროპულ ბაღში”გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: "ჩემი სხეული". ბავშვებმა მოწვეულ მშობლებს წარუდგინეს აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები და ჩართეს ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

დებატები ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმისა“ და ტოტალიტარიზმის შესახებ

01 Feb 2019

ამა წლის 31 იანვარს “ევროპული სკოლის” სააქტო დარბაზში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მათი დებატების თემა ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა“ და ტოტალიტარიზმი გახლდათ. მოსწავლეებმა იმსჯელეს და იკამათეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ტოტალიტარიზმი და ძალადობა, იდეოლოგია და რეპრესიები, ძალაუფლება და ბედნიერი ცხოვრების ილუზია. დებატებს უძღვებოდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები: ქეთო გოთოშია და თემო თვაური, ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეები: გიგი კაკალაშვილი და ტასო გობიანიძე. დებატების დასასრულს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ტრადიციად აქციონ მსგავსი შეხვედრები და უფრო ხშირად შეიკრიბონ სხვადასხვა თემაზე სამსჯელოდ.

ლექცია ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ

01 Feb 2019

31 იანვარს AHS-ის X კლასის მოსწავლეები პედაგოგ თეკლა ბერაძესთან ერთად დაესწრნენ აზროვნების აკადემიის სალონური საუბრების "ვეფხისტყაოსნის" ციკლის საღამოს, რომელზეც თსუ-ს პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - “ვეფხისტყაოსნის ორი სამეფო და ისტორიის დასასრული.“ ბატონ ზურაბთან შეხვედრა უშუალო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მეათეკლასელთათვის, რომლებმაც ახალი სემესტრიდან დაიწყეს შოთა რუსთაველის პოემის შესწავლა. ლექციის ბოლოს მომხსენებელმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მოზარდებმა სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ "ვეფხისტყაოსნის" ციკლის სხვა საღამოებშიც.

მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია

01 Feb 2019

28-29 იანვარს “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური ღონისძიება - ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მრავალფეროვანი პროექტები, რომლებზეც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა საინტერესო და საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს: “საქართველოში კომაში მყოფი პაციენტების დახმარება“, “როგორ ვაქციოთ ასაკოვანი ადამიანები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად?“, “მსოფლიო პოლიტიკა და ბუნებრივი რესურსები”, “ცრურწმენები და დისკრიმინაცია“, “AP საგანთა უპირატესობები“ “ნანო სატელიტი- კუბსატი“ და მრავალი სხვა. პროექტების პრეზენტაციას სკოლის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებდონენ: ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე, ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი, აშშ-ის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ნ. ცაი, აშშ-ის საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი დანიელა ტრანი.