ახალი ამბები
”ევროპული სკოლის” მოსწავლეთა გრანტით დაჯილდოება
31 Jan 201928 იანვარს, პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა“ გრანტით დააჯილდოვა განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე, კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით გამორჩეული შემდეგი 18 მოსწავლე: გობიანიძე ანასტასია (8ბ), შენგელია მარიამ (8ბ), შუშანია ალექსანდრე (8ა), იაკობიძე ანა-მარია (9ა), დიასამიძე ანა (9ა), შოშიაშვილი ნუგზარ (9ა), დარჩიაშვილი სოფო (9ბ), ყუბანეიშვილი თორნიკე (10), ზედგენიძე სალომე (10), ჯოხაძე ელენე (10), ფანჯაკიძე ელენე (10), ახალაია ანა (11), დაგარგულია ნანი (11), გორდაძე ნინო (12), ლელუაშვილი ლუკა (12), შუბლაძე ნინო (12), სააკაძე ელისაბედ (12), კილაძე ხატია (12).
გარემოს გამწვანება
29 Jan 2019მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეების აღზრდა ”ევროპული სკოლის” ერთ-ერთი მისიაა. ჩვენი მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეცნობიან გლობალურ პრობლემებს. 23 იანვარს 1გ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ჰაერის დაბინძურების შესახებ. ისინი გაეცვნენ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს, მიიღეს ინფორმაცია გარემოს გამწვანების დადებითი როლის შესახებ. გაკვეთილის შემდეგ პატარები ეწვივნენ სკოლის ორანჟერეას, დარგეს ყვავილები და ისწავლეს მათი მოვლა.
გრიპი და მისგან თავის დაცვა
23 Jan 2019ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპი გადამდები ინფექციაა და განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება ბავშვებში. ევროპული სკოლის ექიმი საჭირო ზომებს მიმართავს, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას სკოლაში. საინტერესოა, რას გვირჩევს იგი გრიპისგან თავის დასაცავად?
Secret Santa
12 Jan 2019”ევროპული სკოლის” თითოეულ თანამშრომელს 28 დეკემბერს გადაეცა სკოლის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად მომზადებული საახალწლო საჩუქრები, მოგვიანებით კი თანმშრომლები სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ Secret Santa-ს საჩუქრების მისაღებად. საჩუქრების გახსნის და Secret Santa-ს გამოცნობის პროცესი სახალისო აღმოჩნდა თითოეული მოთამაშისთვის და მისცა საშუალება თანამშრომლებს, უფრო უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი.
კურსდამთავრებულთა შეხვედრა
12 Jan 201929 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კურსდამთავრებულთა შეხვედრა. შეკრებამ საშუალება მისცა კურსდამთავრებულებს, ჩართულიყვნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო კამპანიაში - ”აჩუქე სითბო”. ღონისძიებას უძღვებოდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტები: ირაკლი კიკორია და ნანუკა გოგუაძე. მათ შეაჯამეს გასული წლების აქტივობები და მომავლის გეგმები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. ცივმა ამინდმა, მაგრამ თბილმა გრძნობებმა, ცხელმა შოკოლადმა, საახალწლო განათებამ , პარაორკესტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა მუსიკალურმა ნომრებმა, სულ სხვა ელფერი შესძინა საღამოს, რომელშიც დიდი ენთუზიაზმი ჩადო ”ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულთა ასოციაციამ სკოლის საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ერთად.
საახალწლო საჩუქრები იაშვილის კლინიკისათვის
30 Dec 2018სანამ არდადაგები დაიწყებოდა, ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა PYP-ს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციისთვის გააკეთეს შემოწირულობა. ჩვენ მოვამზადეთ საჩუქრების შეკვრა ტკბილეულით, საკანცელარიო ნივთებითა და ტანსაცმელებით. ყველა ამ საჩუქრით, მივედით იაშვილის ბავშვთა კლინიკაში და გადავეცით ისინი ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ და დიდი მადლობა გადაუხადეს ევროპული სკოლის მოსწავლეებს. ერთად ჩვენ ვქმნით ჩვენს სიხარულით და სიყვარულით სავსე მომავალს!
სათამაშოები საჩუქრად წეროვანის სკოლისათვის
27 Dec 2018ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს - ევროპული სკოლის მასშტაბით, მათ შეაგროვეს სათამაშოები და წეროვანში გაემგზავრნენ, სადაც საკუთარი ხელით გადასცეს ეს სათამაშოები სკოლას. წეროვანში მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები- ანა ხუციძე, ბესო კიკნაძე და თამარ ჭაღიაშვილი ჩავიდნენ. მათ დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა , ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კომპიუტერების ოთახი. მოსწავლეები სკოლის დირექტორსაც გაესაუბრნენ და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ. მათ გადაწყვიტეს, წეროვანის სკოლას შემდგომშიც დაეხმარონ და მისი ბიბლიოთეკა ახალი და საინტერესო წიგნებით გაამდიდრონ.
Microsoft-ის ტრენინგი
27 Dec 201826 დეკემბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა Microsoft-ის ტრენინგი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. Microsoft საქართველოს წარმომადგენლობამ, განათლების ბიზნეს განვითარების მენეჯერის, დავით ჭიაბერაშვილის მხარდაჭერითა და დახმარებით, სკოლის პედაგოგებისთვის შეარჩია ტრენინგის სპეციალური კურსი. ტრენინგი მოიცავდა სამ მნიშვნელოვან მიმართულებას: OneNote app-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, Microsoft Teams-ის გამოყენება გუნდური მუშაობისთვის და კოდირება Minecraft-თან ერთად. ტრენინგი აპლიკაციების გამოყენებასთან ერთად სწავლების მეთოდოლოგიასაც მოიცავდა, რაც პრაქტიკულ მუშაობაში აისახა. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში Microsoft-ის ხედვა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული სკოლისთვის.
საახალწლო არტ ვორქშოპი
26 Dec 2018ევროპული სკოლის ხელოვნების დეპარტამენტმა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის ჩაატარა საახალწლო ვორქშოპი. საახალწლო თემატიკის ნამუშევრების შექმნის პროცესში მონაწილეებმა გამოავლინეს მათი კრეატიული უნარები და მხიარულად გაატარეს დრო. ვორქშოპის მონაწილეები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩენენ მათი შრომის საბოლოო შედეგით და დიდი სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები.