ახალი ამბები
რობოტების შეჯიბრი სუმოში
12 Dec 201811 დეკემბერს ევროპული სკოლის ფაბლაბმა საქართველოში პირველად ჩაატარა რობოტების შეჯიბრი სუმოში - “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.
კავკასიის უნივერსიტეტის ფეხბურთის ჩემპიონატი
12 Dec 2018ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან თბილისის კერძო და საჯარო სკოლები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს დაძაბული და რთული საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ 8 საუკეთესო სკოლას შორის, რომლებთან ერთადაც აგრძელებენ ბრძოლას პირველობისთვის.
ტექნოლოგიების კონფერენცია
10 Dec 20188-9 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში ჩატარდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რიგით მეხუთე, 2-დღიანი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაში ევროპული სკოლის პედაგოგები აქტიურად იყვენენ ჩართულები - მოხსენებით გამოვიდნენ ჩვენი სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა აბესაძე, თემით ,,პროგრამირების სწავლება კომპიუტერული თამაშების გამოყენებით" და ICT და რობოტიქსის პედაგოგი დავით ნოზაძე თემით ,,რობოტიკის სწავლება სკოლაში". აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა, სადაც ჩვენი სკოლის რობოტიკის წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მათ მიერ შექმნილი საინტერესო ნაშრომები გააცნეს ფართო აუდიტორიას.
სკოლების გამოფენა 2018
09 Dec 20187 და 8 დეკემბერს ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2018-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით პირველად ჩატარდა. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ მოტივატორებთან
08 Dec 20187 დეკემბერს, ევროპულ სკოლას სპეციალური ვიზიტით ეწვია გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ ხელმძღვანელი ვეინ ჯეიკობი, რომელმაც გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებისა და ლიდერების მოსამზადებელი ტრეინინგ- პროგრამა ჩაატარა. ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი ევროპულ სკოლასა და არასამთავრო ორგანიზაციებს ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ და ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შორის.
არტეფაქტების მუზეუმი
07 Dec 2018თემის "ჩვენი ადგილი დროსა და სივრცეში" შეჯამების ფარგლებში, ჩვენი სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) პირველკლასელებმა მოაწყვეს არტეფაქტების მუზეუმი. არტეფაქტების მუზეუმში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნივთები, რომლებიც დამთვალიერებლებს აწვდიდა ინფორმაციას მოსწავლის ოჯახის ისტორიასა და ამ ნივთის მნიშვნელობაზე მათ ცხოვრებაში. თითოეულ ბავშვს გამოყოფილი ჰქონდა საკუთარი სტენდი, სადაც წარმოადგენდა თავის არტეფაქტს და აჩვენებდა თემის ძირითადი იდეის მისეულ გაგებას (ისტორიები, რომლებიც გვეხმარება საზოგადოებაში ჩვენი ადგილის პოვნაში).
ექსკურსია ხელოვნების სასახლეში
07 Dec 2018პარასკევს,7 დეკემბერს, ქართული პროგრამის მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ხელოვნების სასახლეში. ბავშვებმა დაათვალიერეს კინოსა და თეატრის თემაზე შექმნილი ესკიზების კოლექცია და მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე "საახალწლო ტრადიციები". დასასრულს კი, საკუთარი ხელით დაამზადეს და გააფორმეს ნაძვის ხის სათამაშოები.
ხეების დარგვის აქცია - მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერი ჩვენს ქალაქს
07 Dec 2018განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდანვე, რათა მათ გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე. ევროპული სკოლის ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მიეღოთ მონაწილეობა ქალაქის გამწვანებაში და საკუთარი ხელით დაერგოთ ხეები. მერიასთან თანამშრომლობით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ იფნის ნერგები, რომლებიც თავად დარგეს უნივერსიტეტის ქუჩაზე მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. ხუთშაბათს, 6 დეკემბერს, გამართულ გამწვანების აქციაში 35 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, წვლილი შეეტანათ გარემოს გამწვანებაში. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა და გვსურს, რაც შეიძლება მეტად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის იერსახეზე. ყველამ ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურების საკითხი ჩვენს ქვეყანაში ძალიან სერიოზულად დგას და იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით შევძლებთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სამომავლო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.“- აღნიშნა მე-11 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ. “ვისურვებდით, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც განმეორდეს და რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გაუჩნდეს გარემოზე ზრუნვის სურვილი“ - განაცხადა გამწვანების აქციის მონაწილე მე-10 კლასელმა. ამერიკულ სექტორში ასეთი აქტივობები გაგრძელდება არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ექსკურსია ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში
06 Dec 2018სამშაბათს, 5 დეკემბერს, ჩვენი სკოლის MYP პროგრამის მე-10 კლასელები ეწვივნენ ფრანგული ინსტიტუტის მედია ბიბლიოთეკას. მათი ფრანგულის მასწავლებლის, ელისო ჭელიშვილის, ძალისხმევით, მოსწავლეებმა მიიღეს 1-წლიანი უფასო წვდომა მედიათეკის ციფრულ და აკადემიურ ბიბლიოთეკაზე. დამატებით, ევროპულმა სკოლამ მიიღო პორტფელი 50 წიგნით, რომლის გამოყენებაც მეორე სემესტრის სასწავლო პროცესში მოხდება.