ახალი ამბები
გამოფენა “შემოდგომის ფერები"
21 Nov 2018სამშაბათს, 20 ნოემბერს, გამოფენაზე “შემოდგომის ფერები“ ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატისა და ქართული სექტორის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ნახატები და კოლაჟები. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით ბავშვები სწავლობენ, რომ ხელოვნების მეშვეობით მათ შეუძლიათ გამოხატონ განცდები თუ გრძნობები და ამ სახით ეურთიერთონ ფართო საზოგადოებას. გარდა ამისა, ისინი იძენენ სხვისი შრომის შეფასებასა და დაფასების უნარებს.
ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება
21 Nov 2018მოსწავლეთა განათლება ცალკეული საგნების სწავლებით საკმარისი არ არის - ბავშვმა უნდა შეძლოს კავშირების დამყარება ცალკეულ საგნებს შორის და ამავე დროს, ნასწავლის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. სწორედ ეს მიზანი ჰქონდა 13, 16 და 20 ნოემბერს გამართულ ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამებას ქართული სექტორის დაწყებით საფეხურზე. საინტერესო ნამუშევრები გამოფინეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა. მათ დიდი მონდომებით წარმოადგინეს თავიანთი შრომის შედეგად შექმნილი პოსტერები და სხვადასხვა სახის რესურსები და განიხილეს თემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.
მეორე PYP ასამბლეა
19 Nov 201819 ნოემბერს გაიმართა დაწყებითი პროგრამის (PYP) მეორე ასამბლეა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ხუროძემ და ეკრინ კურტსოუმ წარმოადგინეს საერთო პრეზენტაცია მშვიდობის თემაზე. მათ ხაზი გაუსვეს მშვიდობის მნიშვნელობას ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის და ისაუბრეს გაერთიანებული ძალებით მისი შენარჩუნების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოამზადეს და გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაციები სკოლის ყოველდღიური ცხოვრებიდან და განიხილეს მშვიდობა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე.
C.O.A.T.S : მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურს რომ მოგექცნენ შენ
19 Nov 2018ევროპული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქცია C.O.A.T.S.-ში. დასკვნითი ღონისძიება 17 და 18 ნოემბერს ჩატარდა სასტუმრო რედისონ ბლუში და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული, ამერიკული და IB დეპარტამენტებისმოსწავლეებმა.
ვიზიტი ძაღლების თავშესაფარში
18 Nov 2018შაბათს, 17 ნოემბერს, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ევროპული სკოლის MYP პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს თავშესაფრის ბინადარი ძაღლები და დათვები და საჩუქრად მიიტანეს საკვები ცხოველებისათვის.
ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
16 Nov 2018ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ. 16 ნოემბერს ცენტრში გაიხსნა ერეკლე II-ისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო ერეკლე II-ს პერიოდის სიგელ-გუჯრები, ხელნაწერები და სხვა დანიშნულების დოკუმენტები. ახალი ექსპოზიციის გარდა, მოსწავლეები გაეცნენ მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია უძველეს ხელნაწერთა მულიაჟები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია უძველესი ქართული ბეჭდვითი საქმიანობის შესახებ და დაათვალიერეს პირველი ქართული ნაბეჭდი ძეგლები (იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ვეფხისტყაოსანი და სხვა).
ფესტივალი "ოქროს საწმისი"
16 Nov 201815 ნოემბერს, ისტორიის პედაგოგ ქ-ნ მაია წენგუაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპულმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში “ოქროს საწმისი“. ფესტივალი ეძღვნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს. ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (პედ. ეკა ბერძენიშვილი) წარმოადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი“, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თემატიკაზე დაიდგა. ფესტივალი ჩატარდა საბერძნეთის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და თ.ს.უ.-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით.
პროექტი "სახლი" მე-5 კლასელების მონაწილეობით
16 Nov 2018IB პროგრამის მე-5ა კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "სახლი". პროექტია მიზანი იყო, ეჩვენებინა მათთვის სამსახიობო ხელოვნება, როგორც სათქმელის გადმოცემისა და აუდიტორიასთან კავშირის დამყარების საშუალება. პროექტის პირველ ნაწილში ბავშვებმა განიხილეს განსხვავებები "home"-სა და "house"-ს შორის და ისაუბრეს მათგან წარმოშობილ სიტყვებზე. მეორე ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს იგავის მიხედვით დადგმული მინი სპექტაკლი "სახლი" და განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟები. ბავშვები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ ამ პროექტში და მასში მონაწილეობის სახით სასიამოვნო გამოცდილება მიიღეს.
3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის ავტორი ჩვენი სკოლის ფაბლაბში
15 Nov 2018ევროპული სკოლის ფაბლაბში გაიმართა ღონისძიება FAB-X Talks, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სპიკერი იყო დავით მიზანდარი, პროექტ Qvevri XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი. Qvevri XYZ-მა პირველი ქართული 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრი შექმნა. ტრადიციული ქვევრის წარმოების პროცესების ნაცვლად, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რისი მეშვეობითაც სტრუქტურულად გაუმჯობესებული და უფრო ხარისხიანი ქვევრი მიიღება. ღონისძიებაზე დავითმა ისაუბრა, თუ როგორ აქციეს ეს ორიგინალური იდეა რეალობად და მოუყვა აუდიტორიას 3D ტექნოლოგიით ქვევრის შექმნის პრინციპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.