ახალი ამბები
ჰელოუინი 2018 ევროპულ სკოლაში
07 Nov 2018წლის ყველაზე საშიშ წვეულებაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჰელოუინე განწყობაზე დიდი მონდომებით იზრუნეს ჩვენმა მოსწავლეებმა, რომლებმაც თავად მოაწყვეს წლევანდელი წვეულება. ️ პროგრამაში იყო საშინელებათა სახლი, ფსიქოლოგიური წამების ოთახი, კოსტუმების პოდიუმი, სახალისო თამაშები, მუსიკალური, დრამისა და საცეკვაო ნომრები და ქიმიური ექსპერიმენტები. საღამოს მეორე ნაწილი კი დიჯეისთან ერთად ენერგიულად ცეკვაში გავატარეთ.
ექსკურსია წვენების ქარხანაში
07 Nov 20187 ნოემბერს 1ბ კლასი იმყოფებოდა წვენების ქარხანა “ კამპაში“. მოსწავლეებმა უყურეს ჩამოსხმის პროცესს, პროდუქტის შეფუთვას და იმყოფებოდნენ საწყობში, სადაც რამდენიმე ათასი წვენი იყო განთავსებული. გაისეირნეს სპეციალური მანქანითაც, რომელსაც წვენები გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ბოლოს კი ვიზიტის ყველაზე გემრიელი ნაწილი - წვენების დეგუსტაცია გაიმართა. საბოლოოდ, პატარები აღფრთოვანებულები და დადებითი ემოციებით სავსენი წამოვიდნენ სახლში.
ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ის საზეიმო გახსნა ევროპულ სკოლაში
06 Nov 2018სიამაყით წარმოგიდგენთ რეგიონში პირველ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას ჩვენი სკოლის სივრცეში. ️FabLab-ის არსებობა ევროპულ სკოლაში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება თანამედროვე ტექნოლოგიებთან და აღიჭურვონ ცოდნით, რომელსაც გამოიყენებენ საქართველოში საერთაშორისო დონის ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, FabLab-ის მოდელი პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზეა დამყარებული, რაც კომპლექსში გააძლიერებს სკოლაში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სწავლების პროცესს.
ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
06 Nov 20186 ნოემბერს IV ბ კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენილი ქართულ ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია. ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია წიგნის შექმნის პროცესისა და ქართული ანბანის განვითარების ეტაპების შესახებ.
გასვლითი გაკვეთილი ძალისას ნაქალაქარზე
05 Nov 2018ამერიკული სექტორის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძალისას ნაქალაქარი, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ადრექრისტიანული ეკლესია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და მცხეთის თეატრონი. ძალისას ნაქალაქარში გაიმართა კლასიკური ცივილიზაციის გასვლითი გაკვეთილი, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძვ.წ II -ახ.წ. III საუკუნის ნაქალაქარის ნაშთები: საზოგადოებრივი აუზი, რომაულ ყაიდაზე აგებული ვილა, საკანალიზაციო სისტემა, მოზაიკით მოპირკეთებული ტრიკლინიუმი. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს საქართველოსა და რომის ურთიერთობებზე, რომაული არქიტექტურის ინოვაციებისა და მოზაიკაზე გამოსახული მითოლოგიური სიუჟეტის შესახებ, ისაუბრეს რომაული აბანოების (თერმების) მოწყობის პრინციპებზე.
გასვლითი გაკვეთილი ეროვნულ მუზემუსა და გალერეაში
05 Nov 2018ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას ეწვივნენ. საქართველოს მუზეუმში მათ ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა იხილეს. გამოფენა “დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" პირველად 2002 წელს მოეწყო და მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. მოსწავლეებმა ასევე ნახეს საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია და ქართული კოსტიუმებისა და იარაღის გამოფენა. შემდგომ ისინი ეროვნულ გალერეას ეწვივნენ, სადაც მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე დაათვალიერეს მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვრების: ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.
Dasaran სტუმრად ევროპულ სკოლაში
04 Nov 2018ჩვენს სკოლას პატივი ჰქონდა ემასპინძლა საერთაშორისო კომპანია Dasaran-ის წარმომადგენლებისათვის. Dasaran Software-as-a-Service (SaaS) ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებულია სომხეთში და უკვე 9 წელია, ქმნის პროდუქტებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად. Dasaran-ის წარმომადგენლებმა ევროპული სკოლის ხელმძღვანელობას გააცნეს მათი პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები და მიიღეს ინფორმაცია ჩვენი სკოლის მიმდინარე ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. დასასრულს, სტუმრებს სკოლის ტურისას მეგზურობა ჩვენმა მოსწავლეებმა გაუწიეს და გააცნეს ევროპული სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ახლადგახსნილი სამრეწველო ინოვაციების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია FabLab.
პატარების პრეზენტაცია მშობლებისათვის
02 Nov 2018პარასკევს,2 ნოემბერს,ევროპულ ბაღში მოვაწყვეთ გავლილი მასალის პრეზენტაცია-გამოფენა. ბავშვებმა დედიკოებს და მამიკოებს დაათვალიერებინეს თავიანთი ნამუშევრები სხვადასხვა თემაზე,ასევე დააგემოვნებინეს საკუთარი ხელით დამზადებული ორცხობილები,ჩურჩხელები და ვაშლის ჯემი.
მხიარული სტარტები
01 Nov 201831 ოქტომბერს მეოთხეკლასელებს შორის გაიმართა “მხიარული სტარტები“ . შეჯიბრმა ჩაიარა საინტერესოდ, მაღალი იყო გუნდების მოგების მოტივაცია. ბავშვებმა გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.