მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

“ევროპულ სკოლაში“ 21 თებერვალს აღინიშნა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა “ევროპული სკოლის“ მულტიკულტურულ საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, აემაღლებინა ცნობიერება ენების კუთხით. გიორგი კეკელიძის ლექცია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ენების კუთხეები, პრეზენტაციები, 15 წუთიანი ენის კურსები ტოლერანტობისა და სხვათა პატივისცემის წახალისების საუკეთესო საშუალებად გადაიქცა.

Share on: