ახალი ამბები
პირველადი სამედიცინო დახმარება
13 Mar 2019WeSkiGeorgia-მ არაფორმალური განათლების პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ სხვადასხვა კლასებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენერის დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს: ჭრილობის პირველადი დამუშავება, ხელოვნური სუნთქვის მართვა, შოკური მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები და სხვ. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
დედის დღე
07 Mar 2019გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე ერთად აღნიშნეს I-ბ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა სიმღერით, ცეკვით, და დედისადმი მიძღვნილი ლამაზი ფრაზებით გაუთბეს გული დამსწრე საზოგადოებას.
ფეხბურთის ჩემპიონატი TIFA Cup
07 Mar 20191, 2 და 3 მარტს QSI Tbilisi -ის ორგანიზებით ფეხბურთის ჩემპიონატი TIFA Cup გაიმართა, რომელშიც სხვდასხვა სკოლებთან ერთად “ევროპული სკოლის“ ქართული და საერთაშორისო (PYP) პროგრამების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. დაძაბულ ბრძოლაში “ევროპული სკოლის“ გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი მოიპოვა.
ხანის აკადემია
01 Mar 20191 მარტს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ორი სასწავლო საიტი ხანის აკადემია (http://ka.khanacademy.org/) და Code.org (http://code.org/) წარუდგინეს. საგაკვეთილე პროცესში ხანის აკადემიისა და Code.org-ის დამხმარე მასალად გამოყენება სასარგებლოა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის.
ტრენინგი “პოზიტიური კომუნიკაციის საფუძვლები“
01 Mar 201923 თებერვალს “ევროპული ბაღის“ მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი “პოზიტიური კომუნიკაციის საფუძვლები.“ ტრენინგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებთან ეფექტურ კომუნიკაციას.
ვიზიტი ოკუპაციის ხაზთან!
01 Mar 2019“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და “ეროვნული ბიბლიოთეკის“ დირექტორი გიორგი კეკელიძე ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების: მერეთის და კოშკის მოსწავლეებს ესტუმრნენ და საჩუქრად კომპიუტერები და წიგნები გადასცეს. თანხის შესაგროვებლად მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს და საზღვრისპირა მცხოვრები თანატოლები გაახარეს.
ოჯახის საერთაშორისო დღე
28 Feb 201927 თებერვალს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ოჯახის საერთაშორისო დღე. პირველი გაკვეთილები მშობლებს დაეთმოთ. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა პატარებს უშურველად გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. დედებთან ერთად ბებიები და მამებიც იღებდნენ მონაწილეობას. საზეიმოდ მორთულ ბანერთან ოჯახის წევრებთან ერთად მოეწყო ფოტოსესია. ღონისძიება საფეხბურთო მოედანზე გაგრძელდა და მამებს შორის მეგობრული მატჩით დამთავრდა.
ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში“
27 Feb 2019European School - ევროპული სკოლა აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისთვის. დაწყებულია სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება შემდეგ პროგრამებზე: ● ქართული პროგრამა: I-XII კლასები ● საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები: დაწყებითი პროგრამა (PYP); I-V კლასები საბაზო პროგრამა (MYP); VI-X კლასები სადიპლომო პროგრამა (DP); XI-XII კლასები ● ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS); VIII-XII კლასები ● სკოლამდელი აღზრდის ცენტრი - “ევროპული ბაღი“ მშობლებს შეუძლიათ, ეწვიონ სკოლას ღია კარის დღეზე, 29 მარტს, 15:00 საათზე.