ახალი ამბები

ჩვენი ბაღის მასწავლებლები ტრენინგზე "ვისწავლოთ თამაშით"

14 Oct 2018

13-14 ოქტომბერს, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტში ევროპული ბაღის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ვისწავლოთ თამაშით - თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში". ტრენინგი მიზნად ისახავდა დაეხმაროს მასწავლებლებს კიდევ უფრო სახალისო, მრავალფეროვანი და ბავშვებისათვის საინტერესო გახადონ გაკვეთილები.

შეხვედრა ევროპული სკოლის კურსდამთავრებულ სალომე ვაჩეიშვილთან

13 Oct 2018

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, ევროპულ სკოლაში სასიამოვნო სტუმარი გვეწვია - ჩვენი კურსდამთავრებული სალომე ვაჩეიშვილი. სალომე ამჟამად გერმანიაში, Bard College Berlin-ში მუშაობს მიღების სამსახურის მრჩეველისა და რეკრუიტმენტის კოორდინატორის პოზიციაზე. როგორც IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის) პროგრამის ყოფილმა მოსწავლემ, სალომემ მარტივად იპოვნა სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებთან საერთო ენა და ინტერაქტიულ ინფო-სესიაზე პირადი გამოცდილებიდან მისცა რჩევები დამსწრეებს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მომავალი პროფესიული მიმართულებისა და სასურველი უნივერსიტეტის არჩევას უკავშირდება.

კინგსის ოლიმპიადის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

12 Oct 2018

კინგსმა ოლიმპიადაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის ევროპული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.

დანიის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია - ეფექტური სწავლის მეთოდების გაზიარება

12 Oct 2018

2018 წლის 8 ოქტომბერს ევროპულ სკოლას ეწვია დანიის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია 20 მასწავლებლის შემადგენლობით. სტუმრებს ჩვენს სკოლაში დანერგილ ისტორიის სწავლების მეთოდებზე და ამ მიმართულებით ქართულ საგანმანათლებლო სექტორში არსებულ ტენდენციებზე ესაუბრა ნათია ფირცხალავა, ევროპული სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, დელეგაციამ დაათვალიერა ჩვენი სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა და კაბინეტ-ლაბორატორიები.

სიახლე! გადაიხადე დაბადების დღე ევროპულ სკოლაში

11 Oct 2018

ჩვენი სკოლის კაფეტერია უზრუნველყოფს დაბადების დღის მენიუს თქვენი შვილისა და მისი მეგობრებისათვის. შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ელექტრონული განაცხადის ფორმის საშუალებით ან მიღების სამსახურში აპლიკაციის შევსებით.

სახალისო გაკვეთილი მე-4 კლასელებისათვის - ვეცნობით ვეფხისტყაოსანს

11 Oct 2018

8 ოქტომბერს, IB-ს დაწყებითი საფეხურის ქართული ენის მასწავლებელმა ლიკა ვეკუამ, ვეფხისტყაოსანის თემაზე არასტანდარტული ფორმატის გაკვეთილი ჩაატარა. "როგორ გავხადო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" მე-4 კლასელი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო?" -ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა, როდესაც თემის დაგეგმვაზე ვმუშაობდი. რჩევისთვის სკოლის ბიბლიოთეკარ ქალბატონ ნინოს მივმართე. მან ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები, პოსტერები, რუკები, სამაგიდო თამაში, პაზლები და სხვადასხვა ლიტერატურა შემომთავაზა. იმის არჩევა, თუ საიდან დაგვეწყო გაკვეთილი, ბავშვებს მივანდე: ყველა ეს მასალა ბიბლიოთეკის დიდ მაგიდაზე გამოვფინეთ და ვთხოვეთ მათ, დაეთვალიერებინათ თითოეული ექსპონატი და თავიანთი აზრები გამოეთქვათ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ რუსთაველის გენიალური პოემის განხილვასა და მისი პერსონაჟების ახალი კუთხით დანახვაში. ბავშვებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ვეფხისტყაოსანის სამაგიდო თამაში. ასე გახდნენ ჩემი მეოთხე კლასელები რუსთაველის კვალზე მოსიარულე მკვლევარები!", - განაცხადა ლიკა ვეკუამ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე ევროპულ სკოლაში და საჩუქარი MYP-ს მასწავლებლებისათვის

10 Oct 2018

8 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) მოსწავლეებმა მოაწყვეს მათი მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბავშვებმა წარმოადგინეს თეატრალური და მუსიკალური ნომრები, ხელნაკეთი დეკორატიული პოსტერები და ნახატები. კონცერტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მათ მიერ გამომცხვარი უგემრიელესი ტორტებითა და ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას.

საუბრები ფსიქოლოგთან - მასწავლებლებსა და ფსიქოლოგს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის ასამაღლებლად

09 Oct 2018

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის ეგიდით ევროპულ სკოლაში დაიწყო შეხვედრების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის ამაღლებას. 5 სექტემბერს ჩატარდა სკოლის ფსიქოლოგის, ქალბატონი ქეთი ოსიაშვილის, შეხვედრა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან, თემაზე ,, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის ურთიერთობის ფორმები’’.

ჯანსაღი კვების სახალისო გაკვეთილი შეფ-მზარეულისაგან

05 Oct 2018

ჩვენი ბაღის მოსწავლეებში ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე ევროპული სკოლის შეფ-მზარეულ გიორგისთან ერთად ვმუშაობთ. გიორგი პატარებს ესაუბრა ყოველდღიურ რაციონში ხილ-ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობასა და მათ სასარგებლო თვისებებზე. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ მის რჩევებს და აქტიურად უსვამდნენ კითხვებს. ამის შემდეგ, გიორგიმ პატარებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულისაგან სხვადასხვა სახალისო კომპოზიციები შექმნა, რომელთაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს. შეხვედრის დასასრულს, მათ ერთად დააგემოვნეს ჯანსაღი და გემრიელი ნამუშევრები. ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დღეიდან უფრო ხშირად მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს.