ახალი ამბები

ჭადრაკში მიღწეული წარმატება
25 Jan 2018სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, გიული ალიხანაშვილმა 2018 წელს სენიორებში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა და მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება 2018 წლის ნოემბრის თვეში.

“ევროპული სკოლის“ თანამშრომლობა თავისუფალ და აგრარული უნივერსიტეტებთან
23 Jan 201823 იანვარს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტის ინიციატივით, “ევროპულ სკოლასა“ და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დაწყებული თანამშრომლობა მეტად სასარგებლო იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის. მათ მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ აგრარული უნივერსიტის სასწავლო პროგრამებში, კონკურსებში, განახორციელონ კვლევები უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, მოემზადონ საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადებისთვის ჩვენი პედაგოგების და უნივერსიტეტის თანამშრომლების ერთობლივი მეთვალყურეობით. სკოლაში სტუმრობისას აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ მე-10-11 კლასის მოსწავლეებს და ესაუბრნენ მათ უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ, გააცნეს მოზარდებს სკოლასთან თანმშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ბერლინის ბრანდენბურგის საერთაშორისო სკოლაში
18 Jan 20182017 წლის 9 იანვარს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები: ალექსანდრე, ნინო და გვანცა გიგლემიანები, გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო ფალავანდიშვილის თანხლებით, ესტუმრნენ ქ. ბერლინის ბრანდერბურგის საერთაშორისო სკოლას.

CLIL პროგრამა “ევროპული სკოლის “მასწავლებლებისთვის
16 Jan 20188-15 იანვარს “ევროპულ სკოლაში“ პროფესიონალმა ტრენერმა სტივენ ჰინდლოუმ ჩაატარა CLIL პროგრამა-რვადღიანი ტრენინგ კურსი, რომელშიც “ევროპული სკოლის“ თხუთმეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, საკლასო სივრცეში ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია მოახდინონ ეფექტურად და თავდაჯერებულად.

კურსდამთავრებულთა შეხვედრა
30 Dec 201729 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კურსდამთავრებულთა შეხვედრა, რომელიც სახალისო, შთამბეჭდავ მოგზაურობად იქცა მოგონებების კვალდაკვალ. შეკრებამ საშუალება მისცა კურსდამთავრებულებს, შეხვედროდნენ მასწავლებლებს, მეგობრებს. მათ ის ადგილები და ამბები გაიხსენეს, რომლებიც არსდროს მიეცემა დავიწყებას. კურსდამთავრებულთა პლატფორმის ხელმძღვანელმა ირაკლი კიკორიამ კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ სასიამოვნო სიახლე გააჟღერა და ფონდში პირველი შესატანიც გააკეთა. კურსდამთავრებულებმა თავინთი საუნივერსიტეტო გამოცდილებები გაუზიარეს დამსწრეთ; ძალიან საინტერესო საუბრების შემდეგ სახალისო თამაშებიც ითამაშეს, ცეკვებიც შეასრულეს მასწავლებლებთან ერთად. ამ ყოველივემ მეტად სასიამოვნო დატვირთვა შესძინა საღამოს, რომელზედაც ყველას მიეცა საშუალება, კარგი დრო ეტარებინა.

საახლწლო ზეიმები
29 Dec 2017საახალწლო ზეიმები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, არც“ევროპული სკოლის“ მოზარდები არიან გამონაკლისნი. ბაღის აღსაზრდელები თუ მაღალი კლასის მოსწავლეები-ყველა ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთო მრავაფეროვან, სახალისო ღონისძიებებში.

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"
28 Dec 201727 დეკემბერს საახალწლო ზეიმი ჩატარდა ევროპული საბავშვო ბაღის ინგლისურენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის. კიდევ ერთი ულამაზესი თეთრი წვეულება, ლამაზი სცენებით, მუსიკით, ცეკვებით, დასრულდა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ტრანსდისციპლინარული თემები
27 Dec 2017დაწყებითი სწავლების საფეხურზე 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება. მასში მონაწილეობა მიიღეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა და სხვადსხვა საგნის პედაგოგებმა.

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"
25 Dec 201723 დეკემბერს “ევროპული ბაღის” ქართულენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის ჩატარდა საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება" . თოვლივით თეთრად მორთულ დარბაზში, თეთრ სამოსში გმოწყობილი პატარები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მათ ვიდეო რგოლიც მოამზადეს "წერილი თოვლის ბაბუას". არც თოვლის ბაბუამ დააყოვნა და საჩუქრებითა და ტკბილეულით დატვირთული ესტუმრა ბავშვებს წვეულებაზე. თოვლის ბაბუა დაგვპირდა, რომ 27 დეკემბერს ინგლისურენოვანი ჯგუფების ზეიმსაც ეწვევა.