ახალი ამბები
ლექცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში
21 Nov 201719 ნოემბერს, მიზეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ეროვნულ სახლმუზეუმში, ფილოლოგიიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეებთან გამართა ლექცია: მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების “ჯაყოს ხიზნების“ მხატვრული მიმოხილვა.
GIS სისტემების დანერგვა ევროპულ სკოლაში
21 Nov 20173 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ ეწვია გეოინფორმაციული სისტემების(GIS) სპეციალისტი პროფესორი სერგო ციმურია. ისტ დეპარტამენტის თანამშრომლებსა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად მან განიხილა გეოინფორმაციული სისტემების დანერგვის საჭიროება სკოლაში.
ექსკურსია უფლისციხეში
20 Nov 2017PYP მე-5 კლასი ეწვია უძველეს კლდოვან ქალაქს. მათ დაათვარიელეს სხვადასხვა გამოქვაბულები, ეკლესია და გაიარეს საიდუმლო გამოქვაბულში. ექსკურსიის შემდეგ კი მოაწყვეს პიკნიკი ღია ცის ქვეშ. მოსწავლეებმა ასევე დაიმეგობრეს ძაღლი სახელად “ვანილა“.
მემორანდუმის გაფორმება "საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან"
18 Nov 20176 წელზე მეტია, ”ევროპული სკოლის” მოსწავლეები ”საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის” მოხალსეები არიან საზოგადოების სამსახურის აქტივობებში. 17 ნოემბერს სკოლამ, თბილისის სხვა სკოლებთან ერთად, ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ”საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან” სასტუმრო ”რედისონში”, რაც კიდევ უფრო გააძლირებს და გაუმჯობესებს თანამშრომლობას.
PYP-ის საქველმოქმედო აქცია
17 Nov 2017PYP მე-4 კლასის მოსწავლეებმა,საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მოაწყვეს საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვრების გამოფენა-გაყიდვა, შეგროვილი თანხით კი დახმარება გაუწიეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს- საასკოლო ნივთები შეიძინეს მათთვის.
ეროვნული კიბეროლიმპიადა
17 Nov 2017საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 27 ოქტომბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ეროვნული კიბეროლიმპიადა, სადაც დაისვა ამოცანები კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომელთა გადაჭრაზეც ერთმანეთს 50 გუნდად დაყოფილი (გუნშდში სამი მონაწილე) სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეეჯიბრნენ.
“ევროპული სკოლის“ პედაგოგები ინფორმაციული ტექნოლოგიების კონფერენციაზე
16 Nov 20178-11 ნოემბერს ქალაქ კიევში გაიმართა ინფორმაციული ტექნოლოგიების IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციები და უახლესი გამოწვევები ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში “, რომელსაც მასპინძლობდა ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი.
სტუმრად სტუდია "ბაბალეში"
16 Nov 201713 ნოემბერს მე-4 კლასი ესტუმრა სტუდია "ბაბალეს",სადაც მოსწავლეებმა თიხით,პლასტელინით და საღებავებით შექმნეს ნამუშევრები ,რომელშიც გამოხატეს თავიანთი განწყობა,გრძნობები და ემოციები.
ისტორიად ქცეული სახელები
16 Nov 201715 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მე-9 და მე-10ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: თამარ ცაგარელი, მანანა შეყილაძე, მაია წენგუაშვილი და რუსუდან ბრეგაძე) ეწვივნენ მწერლის სახლს.