ახალი ამბები

ვემშვიდობებით შემოდგომას

28 Nov 2017

შემოდგომა იწურება. პატარა კულინარებმა ამოავლეს ტკბილი, გემრიელი ჩურჩხელები. ამ გამოცდილებამ ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა შესძინა პატარებს. ევროპული ბაღის ბავშვები აცილებენ შემოდგომას და ემზადბიან ზამთრის შესახვედრად.

ირმა ბარბაქაძე College Board-ის ფორუმზე

27 Nov 2017

“ევროპული სკოლის“ ამრიკული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ირმა ბარბაქაძე ერთწლიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო და უმაღლესი განათლების ექსპერტის ხარისხის მოსაპოვებლად.

პროფესიული განვითარების დღე

25 Nov 2017

საგანამანათლებლო სისტემაში სწავლების ხარისხი და სკოლის ხელმძღვანელობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სტუდენტის წარმატებისთვის. იმისათვის, რომ პედაგოგები და სკოლის ლიდერები იყვნენ მაქსიმალურად ეფექტურები, მუდმივად ცდილობენ გაიღრმავონ ცოდნა და უნარები. პროფესიული განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა სკოლის სისტემაში, რომელიც აუმჯობესებს მასწავლებელთა მუშაობის დონეს.

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა

24 Nov 2017

22 ნოემბერს ევროპულ სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. მასში ამჯერად მონაწილეობა მესამეკლასელებმა მიიღეს. ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ “პატარა მხატვრებს“ სამახსოვრო სიგელები გადასცა.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი “ევროპულ სკოლაში“

22 Nov 2017

2017 წლის 22 ნოემბერს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს მის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ღონისძიების შესავალში, ვაჟა აზარაშვილმა მოკლედ გაგვაცნო, იუმორით გაჯერებული, თავისი მოღვაწეობის ისტორია და შემდგომ კი შეასრულა საკუთარი კომპოზიციები. აქვე, სკოლის მასწავლებლებმა მისი რამდენიმე ცნობილი სიმღერა შეასრულეს.

მეხანძრეები

22 Nov 2017

პროექტის ფარგლებში III ა კლასი ესტუმრა სახანძრო სამსახურის მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი და ახალი სახანძრო ტექნიკა. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული ხანძრის ჩაქრობაში, მოისმინეს ინფორმაცია გმირ მეხანძრეებზე.

ანიმაციის მუზეუმი

22 Nov 2017

17 ნოემბერს, ანიმაციების სხვადასხვა გმირების ფორმებში გამოწყობილი PYP 1-ლი და მე-2 კლასები ეწვივნენ ანიმაციის მუზეუმს. სტუდენტებმა დაათვარიელეს საყვარელი სათამაშოები, კოსტიუმები, ფოტოები და უყურეს დისნეის ყოველწლიურ კარნავალს. ასევე გაეცნენ დისნეის მრავალწლიან ისტორიას.

პატარა მზარეულები

22 Nov 2017

“ევროპული სკოლის“ საბავშვო ბაღში ბავშვები ტრანსდისციპლინარული თემის “პირადი მენეჯმენტის“ ფარგლებში გაეცნენ ჯანსაღი კვების წესებს, ვიტამინებს, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე და სხვ. ბავშვებმა მოირგეს მზარეულის როლი და გაამზადეს სხვადასხვა კერძები და ნამცხვრები.

თანამშრომლობის მემორანდუმი

21 Nov 2017

21 ნოემბერს “ევროპულ სკოლასა“ და “საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “საქართველოს ეროვნულ მუზეუმის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში. მემორანდუმის თანახმად, სკოლა მონაწილეობას მიიღებს მუზეუმში გამართულ საჯარო ლექცია-სემინარებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მოხდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფორმაციების ორმხრივად გაცვლა, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები, შეხვედრები და კონფერენციები.