ახალი ამბები

მათემატიკის ვორქშოფი

11 Dec 2017

7 დეკემბერს ”ევროპულ სკოლაში” მათემატიკის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ნადიბაიძემ ჩაატარა ვორქშოფი მათემატიკის პედაგოგებისათვის, სადაც განიხილეს მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვის, ჩატარების და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები.

დაიცავი გარემო-დაეხმარე ცხოველებს

11 Dec 2017

7 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხემ სასახლის მიმდებარე, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში ჩაატარა აქცია “დაიცავი გარემო-დაეხმარე ცხოველებს“. აქციის ფარგლებში ”ევროპული სკოლის” ეკოკლუბის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დარგეს სკოლის მიერ შეძენილი ნაძვის ხე.

სპორტის დღე

10 Dec 2017

9 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“, ახალი სპორტული დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით, ჩატარდა სპორტის დღე. ამ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები და წევრები. მოსწავლეებითა და მათი მშობლებით დაკომპლექტებული, ქართული პროგრამის, IB და AHS, გუნდები მრავალ სახალისო, სპორტულ თამაშობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ზრდიდა ღონისძიებაში ოლიმპიური ჩემპიონის, მანუჩარ კვირკელიას მონაწილეობა. გამარჯვება მოიპოვა ქართული პროგრამის გუნდმა.

“კოდირების საათი“ ევროპულ სკოლაში

08 Dec 2017

“კოდირების საათი“ უდიდესი აქტივობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება. აქტივობის მიზანია მაქსიმალურად ბევრი მოსწავლის ჩართვა კოდირების პროცესში. ისტ-ის პედაგოგის დავით ნოზაძის ინიციატივით, “ევროპული სკოლაც“ ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში და ამ ფორმით დარეგისტრირდა მსოფლიო რუკაზე. ,,კოდირების საათში“ ისტ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე “ევროპულ სკოლაში“

08 Dec 2017

8 დეკემბერს საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ: საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პასკალ მენიე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი და სხვა საპატიო სტუმრები. ჩრდილების თეატრით, ფრანგული სიმღერებით, ლექსებით, კოსტიუმირებული თეატრალური სანახაობებით გაცოცხლდა სცენაზე საქართველო-საფრანგეთის საუკუნოვანი ურთიერთობის მნიშვნელოვანი მომენტები და ის სახეები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ურთიერთობის გაღრმავებაში.

ქართული პროგრამის ასამბლეა

07 Dec 2017

7 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ქართული პროგრამის პირველი ასამბლეა - მნიშვნელოვანი ღონისძიება ინფორმაციული თუ გასართობი დატვირთვით როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებელთათვის. ასამბლეაზე მოსწავლეებმა გააშუქეს უცხოურ ენათა საინტერესო პროექტები, ასევე - ინტერდისციპლინური თემა ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ.

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

07 Dec 2017

საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP-სა და DP-ს მოსწავლეები შეუერთდნენ გაერო-ს 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 6 დეკემბერს მოსწავლეებმა ევროპული სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე აჩვენეს გენდერული ძალადობის ამსახველი მინი წარმოდგენა, მოაწყვეს ფილმის ჩვენება, რომელიც ეხებოდა გენდერული ძალადობის საკითხს და ღონისძიების დასასრულს იმღერეს გაერთინებული ერების ქალთა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ცნობილი სიმღერა “One Woman,“ რომლითაც გამოხატეს სოლიდარობა ქალების მიმართ.

4-10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული

07 Dec 2017

“ევროპული სკოლა” ჩაერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულში. 5 დეკემბერს მეშვიდე კლასელები შეხვდნენ ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორ გიორგი ჩიტიძეს. სტუმარი სკოლის მოსწავლეებს ესუბრა ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფოში კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

ამერიკული უმაღლესი სკოლის ტური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

06 Dec 2017

21 ნოემბერს ამერიკული სკოლის მე_8 და მე_9 კლასის მოსწავლეები გიორგი ჭუმბურიძეს და ჯოზეფ ბლეიქთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოსწავლეებს მუზეუმის გიდმა დაათვარიელებინა ისეთი განძეულობები როგორიცაა: ოქროს და ვერცხლის ძვირფასი ქვები და მონეტები. ისინი ასევე ესტუმრნენ დარბაზებს, სადაც ნათლად იყო ასახული ადამიანის განვითარება პალეოლითის და ნეოლითის ხანებში;