სიახლეები

PYP გამოფენა

20 May 2019

17 მაისს ,, ევროპული სკოლის" მთავარ დარბაზში PYP პროგრამის მე-5 კლასელებმა წლის შემაჯამებელი გამოფენა მოაწყეს. მოსწავლეები და პედაგოგები მოუთმენლად ელოდნენ აკადემიური წლის ყველაზე საინტერესო გამოფენის ნაწილს და განსაკუთრებულად მოემზადნენ. ტრანსდისწიპლინარული სწავლების საუკეთესო მაგალითი იყო მათი პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს. 8 კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მენტორებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე: გადამუშავება, დაბინძურების სახეები, უსახლკარობა, ცხოველთა უფლებები, ვიდეო თამაშები, ეკოლოგია და ტექნოლოგია. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ხელოვნებისა და რობოტიკის პედაგოგებთან და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები შექმნეს. დადგეს სპექტაკლი დედამიწის დღეზე; მოამზადეს ჩრდილების თეატრი, სადაც აჩვენეს გლობალური პრობლემები; გაამწვანეს სკოლის ეზო ნარგავებით; დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები; ჩაწერეს ვიდეოები; ჩაატარეს კვლევები; მუსიკის პედაგოგთან ერთად მოამზადეს მუსიკალური ნომრები და შეასრულეს ფინალური სიმღერა, რომრლიც კონცეპტუალურად მათ არჩეულ თემებს ეძღვნებოდა. PYP პროგრამის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა ნათლად აჩვენა მათი დიდი ინტერესი ბუნების დაცვის მიმართ. დამთვალიერებლები დარწმუნდნენ, რომ ისინი მართლაც გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეები არიან და მოსწავლეების ამ გამოფენამ მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ესტონელი სტუმრების ვიზიტი

20 May 2019

17 მაისს “ევროპულ სკოლას“ ესტონეთის განათლების მინისტრის მოადგილე ბ-ნი მარტ ლეიდმეტსი და ესტონეთის ელჩი ბ-ნი მარგუს გერინგი დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. შეხვდნენ სკოლის აკადემიურ დირექტორს სოფიო ბაზაძეს. დაათვალიერეს სკოლა, საბავშვო ბაღი და ისაუბრეს სასკოლო განათლებასა და სასწავლო მეთოდების შესახებ.

ლექცია ძილის მნიშვნელობაზე

20 May 2019

16 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა   ძილის მნიშვნელობაზე.  მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების,  ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სახვითი ხელოვნების კონკურსის გამარჯვებულები

16 May 2019

11 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა და დაჯილდოების ცერემონიალი “სახვითი ხელოვნების მუზეუმში“ გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციის RIAF – Georgia World Youth Art Summit-ის ორგანიზებით სახვითი ხელოვნების კონკურსი მოეწყო, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან 680 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის “ევროპული სკოლის“ 21-მა მოსწავლემ წარადგინა ნამუშევრები. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში “ევროპული სკოლის“ 5-მა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება. გრანპრი მიხეილ ჯონას ოვერლის გადაეცა; ოქროს პრიზით დაჯილდოვდნენ: ელენე ქურდიანი და ალინა სპანოვა; ვერცხლის პრიზი დანიილ იევსტფიევიმ მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი ეიჯრინ იაგმურ კურტი გახდა. სამომავლოდ გამარჯვებული მხატვრების ნამუშევრების ექსპოზიცია სამხრეთ კორეაში მოეწყობა და დაიბეჭდება 2020 წლის კალენდარზე.

გაკვეთილი “ბაბალეში“

16 May 2019

15 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო “ბაბალეს" ესტუმრნენ. პედაგოგის ხელმძღვანელობით მათ მოხატეს ხელნაკეთი საფანქრე ყუთები. ესკიზები და ექსპოზიცია თავად შეარჩიეს და ფერად-ფერადი საღებავებით შექმნეს ნახატები. “ბაბალეს“ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და სახალისო აღმოჩნდა.

შეხვედრა ნარკოლოგთან

15 May 2019

14 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ექიმი-ნარკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბემონის“ წარმომადგენელი თამარ სირბილაძე. “ბემონი“ 20 წელია მუშაობს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საკითხებზე. ექიმმა მოზარდებს ესაუბრა რა არის ნარკოტიკი, რას ნიშნავს წამალდამოკიდებულობა და ქცევითი დარღვევები. რა შედეგი მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას და ინფორმაცია მიაწოდა სხვადსხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი პრობლემური საკითხების განხილვა პროფესიულ დონეზე.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი

15 May 2019

14 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა.  დასკვნით კონცერტზე მათ წარმოადგინეს საფორტეპიანო, ვოკალური ნომრები და სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს. საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს ჟიურის წევრებმა: კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგებმა გულიკო ჯომარდიძემ, ნინო ჭალისურმა და კოორდინატორმა კატო ბაქრაძემ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ევროპული უნივერსიტეტები

14 May 2019

13 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ წარმომადგენლები ხუთი ევროპული უნივერსიტეტიდან: EHL – Swiss Hospitality Management School in Lausanne, Switzerland IE University, Madrid, Spain Bocconi University, Milan, Italy Modul University, Vienna, Austria Jacobs University, Bremen, Germany სტუმრებმა ისაუბრეს ევროპაში სწავლის უპირატესობებზე, ჩაატარეს პრეზენტაცია სასწავლო პროგრამების შესახებ და უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.