სიახლეები

ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი

12 Apr 2019

ბრიუსელში, ევროპარლამენტში მოქმედი “საქართვლოს მეგობრობის ჯგუფის,“ “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ “ევროპული სკოლისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვან საქართველოს“ შორის გაფორმდა ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებისთვის.

ვიზიტი ბრიუსელში

12 Apr 2019

5-8 აპრილს ბრიუსელში “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციისა და მოსწავლეებისთვის მაღალი დონის ვიზიტები და სემინარები გაიმართა. შეხვედრა მოეწყო ბელგიის სამეფოს ელჩსა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსთან ნატალია საბანაძესთან. მოსწავლეები შეხვდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნების სამეზობლო ურთიერთობების დირექტორს ბ-ნ ლოურენს მერიდიტს. შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან: მარია დელ კარმენთან, და მარკუს რუიზთან. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს რეზოლუცია საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე, აგრეთვე წარადგინეს ახალგარგაზრდების ძირითადი გამოწვევების რეზოლუციის პროექტი.

ძველი თბილისი

12 Apr 2019

5 აპრილს “ევროპული სკოლის“ მეოთხეკლასელები ტრანსდისციპლინარული თემის “ძველი და ახალი თბილისი“ ფარგლებში ესტუმრნენ ძველ თბილისს. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის დაარსების შსახებ. გაიგეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიის, რჯულის, ეროვნების ადამიანები ერთად ძველ თბილისში. დაათვალიერეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები და ძეგლები. მათი არქიტექტურა, სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცენტრები და გაიგეს მათი ისტორიის შესახებ.

ენდოკრინული დაავადებათა პრევენცია

12 Apr 2019

11 აპრილს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია პუბერტატულ ასაკში ენდოკრინული დაავადებათა პრევენციის შესახებ. “ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოების“ წარმომადგენელმა, ენდოკრინოლოგმა თამარ ჩადუნელმა მოსწავლეებს გააცნო ენდოკრინული დაავადების გამომწვევი მიზეზები და პრევენცია. აღნიშნულ თემაზე წარმოდგენილი იყო ჰარვარდის მეიოს ნუტრიციული სკოლის რეკომენდაციები. ექიმმა განიხილა, რომ დაავადების მიზეზები არის მოდერიფიცირებადი. უპასუხა თითოეული მოსწავლის შეკითხვებს პროფესიონალურ დონეზე. ასევე განმარტა ჰიგიენის უნარ-ჩვევები. ახალგაზრდებმა ენდოკრინოლოგისგან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს.

ესტონელი სტუმრები

12 Apr 2019

11 აპრილს “ევროპულ ბაღს“ ესტონელი საბავშვო ბაღის მენეჯერები და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს “ევროპული ბაღი“ და “ევროპული სკოლა.“ დაესწრნენ რამდენიმე აქტივობას და აზრები გაუზიარეს ერთმანეთს. უცხოელი მენეჯერსბისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ვიზიტი.

“ევროპული სკოლის“ ელჩები ევროსაბჭოში

11 Apr 2019

2-4 აპრილს სტრასბურგში ევროსაბჭოში “ევროპული სკოლის“ აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე, MYP კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი და მოსწავლეები რეგიონალური თვითმმართველობის 36-ე კონგრესს დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ (MGSDV) 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ახალგაზრდული დელეგაციების მონაწილეობას საქართველოდან ევროსაბჭოს სესიებზე. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრნენ საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, მოისმინეს ლექციები მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე და პრობლემებზე. ევროსაბჭო აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს რომელთაგან 28 ევროკავშირის წევრია. საქართველო 1999 წლიდან ევროსაბჭოს 41-ე წევრი ქვეყანაა.

სოციალური საწარმო “ბაბალე“

11 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. შეგროვილი თანხით შეიძინეს სააღდგომო კვერცხები, საკანცელარიო ნივთები და სოციალური საწარმოს “ბაბალეს“ აღსაზრდელებს დაეხმარნენ.

წიგნის კვირეული PYP

10 Apr 2019

1-5 აპრილს წიგნის კვირეული PYP როგრამის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს როგორ გამოიმუშაონ კითხვის უნარ-ჩვევები, რომელიც მართლაც ტრანსდისციპლინური სწავლების მეთოდებს ეყრდნობოდა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია წიგნების, ავტორებისა და საყავრელი პერსონაჟების შესახებ. მათემატიკის გაკვეთლზე შექმნეს გრაფიკული ნამუშევრები კითხვის სტატისტიკის გამოსავლენად. ბიბლიოთეკაში პოეზიის გაკვეთილზე ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე წაიკითხეს ლექსები, მოეწყო ლიტერატურული ვიქტორინაც. მოხატეს კედლის პლაკატები, გაზეთები და ჟურნალები. ლიტერატურული კვირეულის დასასრულს მოეწყო კოსტიუმირებული აღლუმი, სადაც ცნობილი პერსონაჟების კოსტუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს საყვარელი წიგნის გმირები. PYP პროგრამის ყველა ღონისძიება მომავალ თაობაში წიგნიერების დონის ამღლებას და წიგნის სიყვარულს ეძღვნებოდა.

წიგნის კვირეული

08 Apr 2019

1-5 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ წიგნის კვირეული გამოცხადდა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო. კვირის განმავლობაში სკოლაში მოეწყო “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის,“ “პროსპეროს წიგნების,“ “წიგნები ვაკეში“ და სხვ გამომცემლობებისა და წიგნის მაღაზიების გამოფენა-გაყიდვები და უახლესი წიგნების პრეზენტაციები. “ეკოსკოპის“ წარმომადგენელმა გიორგი ბუჯიაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქციული ლექცია “როგორ წავიკითხოთ სამყარო, როგორც წიგნი.“ ლექციის დასასრულს სკოლის ორანჟერეაში დათესეს სოჭის ნერგები მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, რომელიც წიგნის დაბეჭდვას სჭირდება. გამომცემლობები შეხვდნენ პედაგოგებს და გააცნეს ახალი გამოცემები. ყველაზე შთამბეჭდავი ბრაილის შრიფტის შესახებ გამართული ლექცია აღმოჩნდა, რომელიც “შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოლოზმა ჩაატარა. იგი უსინათლოა და თავად აჩვენებდა მოსწავლეებს თუ როგორ უნდა წაიკითხო ბრაილის შრიფტით. ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული წიგნები კი მოსწავლეებმა აღადგინეს და განაახლეს.