ახალი ამბები

საფეხბურთო ტურნირი სკოლის თანამშრომლებს შორის

04 Nov 2013

დასრულდა ევროპული სკოლის მასწავლებელთა ჩემპიონატი ფეხბურთში..საინტერესოდ და დაძაბულად თამაშობდნენ ფინალისტები: "Hurricanes“ (MYP) მასწავლებელთა ნაკრები და  "Security“ (ევროპული სკოლის დაცვა)        . 

ყურადღება!

30 Oct 2013

1 ნოემბერს, პარასკევს,  საღამოს 19:00 საათზე Halloween დღესთან დაკავშირებით, ევროპული სკოლის სტადიონზე იმართება გრანდიოზული  - კონცერტი და დისკოთეკა სკოლის ბენდის მონაწილეობით. მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ თემატურ კოსტიუმებში. დასწრება თავისუფალია.

ყურადღება!

29 Oct 2013

30 ოქტომბერს,  ოთხშაბათს, 16.00 სთ-ზე  გაიმართებაევროპული სკოლის მასწავლებელთა ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთში!

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

26 Oct 2013

2014 წლის 20 თებერვალს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის. მიზნობრივი ჯგუფი: თბილისისა და რუსთავის სკოლების  მასწავლებლები. კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,  სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე  მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.ვრცელი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ

შემოდგომის დღეები ევროპულ სკოლაში

24 Oct 2013

28 ოქტომბერს  გთავაზობთ შემოქმედებით პროექტს- "შემოდგომის დღეები ევროპულ სკოლაში“.

დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.

21 Oct 2013

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და საპატიო სიგელებით. I ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ გარდამავალი თასები. 

ყურადღება!

17 Oct 2013

პარასკევს, 18 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ევროპული სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა აწყობს პრეზენტაციას თემაზე: "აბრეშუმის გზიდან ტრასეკამდე“. პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან: ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოში ტრასეკას ეროვნული მდივანი.ქეთი სალუქვაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

ევროპული სკოლის ტრადიციული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

15 Oct 2013

ევროპულ სკოლაში დაიწყო ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. შეჯიბრება ტარდება 3 ასაკობრივ კატეგორიაში.  უახლოეს ხანებში გაიმართება ფინალური შეხვედრა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

15 Oct 2013

2013 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი (გეოგრაფია,ფიზიკა,ბიოლოგია,ქიმია) ევროპულ სკოლაში წარმატებით დასრულდა. ვულოცავთ XII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს!განსაკუთრებით გვეამაყება გუგა ბერიშვილის უმაღლესი შეფასება - 10 ქულა - ოთხივე საგამოცდო საგანში.სკოლის დირექცია მას აჯილდოვებს პრემიით.