ახალი ამბები

მშობლების საყურადღებოდ

16 Jan 2013

შეგახსენებთ ევროპული სკოლის საბანკო რეკვიზიტებს:სს "TBC ბანკი"კოდი: TBCBGE22აბონენტის ნომერი: GE02TB1926136080100001

ევროპული სკოლის მოსწავლეები გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილეობენ

09 Jan 2013

27 იანვრიდან 4 თებერვლამდე "ევროპული სკოლის" 14 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს, ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში. ახალგაზრდული ასამბლეა ყოველ წელს იმართება და მასში100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ახალგაზრდული ასამბლეა ზუსტად იმავე ფორმატით იმართება, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეა და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა.

ვულოცავთ დამფუძნებელთა გრანტის მფლობელებს!

30 Dec 2012

ევროპული სკოლის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012-2013 სასწავლო წლის I სემესტრის 12 სასწავლო კვირის შედეგად, დამფუძნებელთა გრანტი მიენიჭათ შემდეგ მოსწავლეებს. N სახელი,  გვარი კლასი 1 ნიკოლოზ ელბაქიძე Xბ კლასი 2 ირაკლი კიკორია Xბ კლასი 3 ანა კურტანიძე IXა კლასი 4 მარიამ თრჩუნიანი IXბ კლასი 5 მარიამ გობიანიძე VIIIა კლასი 6 ანა გორდეზიანი VIIIა კლასი 7 ანა ფანჯაკიძე VIIIბ კლასი 8 ელენე ქავთარაძე VIIIბ კლასი 9 სალომე ჯოხაძე VIIIგ კლასი 10 ელენე ცხადაძე VIIა კლასი 11 გიორგი მაჭარაშვილი VIIბ კლასი 12 გიორგი ლელუაშვილი VIIგ კლასი ევროპული სკოლის დირექცია და დამფუძნებელთა საბჭო ულოცავენ მოსწავლეებს გრანტის მოპოვებას.

მილოცვა!

28 Dec 2012

24 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 2012 წლის საუკეთესო ტრენერების დაჯილდოება. მსმენელების გამოკითხვისა და მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით , ისტორიის ტრენერებში საუკეთესოდ ცნეს ევროპული სკოლის ისტორიის პედაგოგი, ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე ზურაბ ჯამბურია. ვულოცავთ ბატონ ზურაბ ჯამბურიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას!

მოსწავლეთა სამეცნიერო პროექტი

26 Dec 2012

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა კონკურსი "კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. ჩვენი სკოლის მოსწავლეების პროექტმა "ახალგაზრდების თავისუფალი დროის განაწილების კვლევა მათემატიკურ–სტატისტიკური მეთოდებით" (მათემატიკის პედაგოგის, პეტრე ბაბილუას, ხელმძღვანელობით) მაღალი შეფასება დაიმსახურა და ის განხორციელდება ქ. თბილისის ვ. კომაროვის სახელობის №199 ფიზაკა-მათემატიკურ სკოლასთან და ქ. თბილისის №195 საჯარო სკოლასთან ერთად. ვულოცავთ ევროპული სკოლის მოსწავლეებსა და მათემატიკის მასწავლებელს, პეტრე ბაბილუას გამარჯვებას!

ევროპული სკოლის პედაგოგთა კიდევ ერთი წარმატება!

25 Dec 2012

ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგებმა ბატონმა  ავთანდილ გაგნიძემ და ბატონმა პეტრე ბაბილუამ მონაწილეობა მიიღეს IB სადიპლო პროგრამის მათემატიკის ჯგუფის გამომცდელთა შესარჩევ კონკურსში და ისინი აირჩიეს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლო პროგრამის საერთაშორისო  გამომცდელებად  (Cardiff, UK-კარდიფი, დიდი ბრიტანეთი) . ევროპული სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას!

მოსწავლეთა კონფერენცია

12 Dec 2012

12 დეკემბერს, 14:30 სთ-ზე  უცხოური ენების კათედრა (რუსული, ფრანგული, გერმანული) გიწვევთ მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციაზეენის საიდუმლო სამყარო

ევროპული სკოლის ქიმიის პედაგოგის, შორენა სამაკაშვილის წარმატება

11 Dec 2012

"ევროპული სკოლის" IB MYP ქიმიის პედაგოგი შორენა სამაკაშვილი მიწვეული იყო არგენტინაში, ბუენოს აირესში, მე-18 ლათინო-ამერიკულ სიმპოზიუმზე LACE 2012 -ზე. სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინოვაციური ანალიზური კვლევითი ნაშრომის საუკეთესო პრეზენტაციისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვეს.პრიზის სპონსორია სამეცნიერო ჟურნალი ანალიზური და ბიოსამედიცინო ქიმია. შორენას შეუძლია აირჩიოს და საჩუქრად მიიღოს ბეჭვდითი ორგანიზაციის - სპრინგერის -მიერ გამოცემული წიგნები 200 ევროს ფარგლებში.ვულოცავთ შორენას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას.