ახალი ამბები

მშობელთა საყურადღებოდ!

11 Dec 2012

პარასკევს, 14 დეკემბერს სააქტო დარბაზში გაიმართება ევროპული სკოლის ცეკვის წრის ღია გაკვეთილები:I კლ. - 13.00-14.00 სთ.II კლ. და IVკლ.-15სთ.15წთ-16.00სთ.III კლ. - 15სთ.15წთ-16.00სთ.Vკლ. და IXკლ.-16.00სთ-16სთ.45წთ.გთხოვთ,მობრძანდეთ!

ყურადღება!

10 Dec 2012

პუშკინის სკოლა გიწვევთ სპექტაკლზე  "Потерянное время".21 დეკემბერი, 15 სთ. სააქტო დარბაზი.პედაგოგი  ნატა მიქელაძე.

Enter Georgian Title

04 Dec 2012

7 დეკემბერს , პარასკევს, 13:30 სთ. ჩატარდება IIIა კლასის შოუ  “ვიმხიარულოთ ინგლისურით!” მასწავლებლები: მზია ჭყონია, ეთო ბერიშვილი ინგლისური ენის კათედრა

ES NEWS - 3 დეკემბრის გამოშვება

04 Dec 2012

გადაცემას უძღვება 5 კლასის მოსწავლე ელენე ლოლაშვილი გადაცემის თემებია: 9 MYP კლასის მოსწავლეთა წარმოდგენა "სიყვარულის ისტორიები"; 6 კლასის ინტეგრირებული გაკვეთილი - იმპრესიონიზმი; Studio 2 - 10 კლასის მოსწავლეების სიურპრიზი; თექის დამუშავების წრის გამოფენა; ისრაელის ელჩის სტუმრობა; 3ბ კლასის წარმოდგენა - "ჩვენ საქმიანები ვართ"; მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

მილოცვა!

03 Dec 2012

”ევროპული სკოლის”  IB MYP ქიმიის პედაგოგი შორენა სამაკაშვილი 30 ნოემბერიდან- 4 დეკემბერის ჩათვლით მიწვეულია  არგენტინაში, ბუენოს აირესში,  მე-18 ლათინო-ამერიკულ სიმპოზიუმზე, სადაც გამოდის მოხსენებით. ვულოცავთ შორენას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას.

როცა ქართულ მწერლობას ვკითხულობთ

29 Nov 2012

30 ნოემბერს, 15:30 საათზე გიწვევთ მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში იხილეთ დღის წესრიგი

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

28 Nov 2012

ამა წლის 28, 29,30 ნოემბერს ევროპულ სკოლაში ეწყობა წიგნების გამოფენა–გაყიდვა  "Book Café“ გთავაზობთ როგორც ქართულ, ისე უცხოური გამომცემლობების (ინგლისური და რუსული) უახლესს გამოცემებს.გთხოვთ, გვეწვიოთ!

ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორის დელვინ ჰერნიშის ვიზიტი

28 Nov 2012

2012 წლის 17 ნოემბერს ევროპულ სკოლას ესტუმრა ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰერნიში (განათლებისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კოლეჯი, ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტი). მან ჩაატარა ლექცია AP-ის გამოცდების, ამერიკული განათლების სისტემისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ევროპული სკოლის ამერიკული განათლების დეპარტამენტი. პროფესორ დელვინ ჰარნიშის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორი მნიშვნელობა ენიჭება AP-ის გამოცდას ამერიკულ უნივერსიტეტებში მიღების პროცესში. ლექციამ სტუდენტები დააინტერესა და დიდი შეფასება დაიმსახურა.

ES NEWS - 26 ნოემბრის გამოშვება

26 Nov 2012

გადაცემას უძღვება 5 PYP კლასის მოსწავლე ნანუკა წურწუმია გადაცემის თემებია: ევროპის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების სტუმრობა; შიდა სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკური; ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის სპიკერის არჩევნები.