ახალი ამბები

ევროპული სკოლის სასადილოს მენიუ

05 Dec 2011

ევროპული სკოლის სასადილო მოსწავლეებს ყოველდღიურად უმასპინძლდება მრავალფეროვანი კერძებით. გთავაზობთ 5-9 დეკემბრის მენიუს.

ღია კარის დღე

28 Nov 2011

28-29 ნოემბერს ჩატარდება ღია კარის დღეები MYP კლასებში. გთხოვთ მობრძანდეთ.

აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის ლექცია

24 Nov 2011

24 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ჯუმბერ ლომინაძე, მცირე სააქტო დარბაზში წაიკითხავს ლექციას"იდუმალი სამყარო"

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

18 Nov 2011

18 ნოემბერს, პარასკევს, 11 დან 17 საათამდე, სკოლის ფოიეში წიგნების მაღაზიათა ქსელი “ბესტსელერი” აწყობს წიგნების გამოფენა–გაყიდვას.მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ წიგნები ხელსაყრელ ფასად.

ლექცია თემაზე - ვირუსული ინფექციები და მათთან ბრძოლის მეთოდები

17 Nov 2011

16 ნოემბერს, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბუციკო ჩხარტიშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე "ვირუსული ინფექციები და მათთან ბრძოლის მეთოდები“.

პროფ. ბუციკო ჩხარტიშვილის ლექცია

16 Nov 2011

15:00 საათზე, 58 აუდიტორიაში გაიმართება მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ბუციკო ჩხარტიშვილის ლექცია თემაზე: "ვირუსული ინფექციები და მათთან ბრძოლის მეთოდები"

ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში

15 Nov 2011

15 ნოემბერს, 4 გაკვეთილზე ინგლიური ენის კათედრის მასწავლებელი ეთო ბერიშვილი 5ბ კლასში ჩაატარებს ღია გაკვეთილს.

ევროპული სკოლის ტელევიზიის 14 ნოემბრის გამოშვება

15 Nov 2011

გადაცემას უძღვება 5გ კლასის მოსწავლე ნინო შუბლაძე. გადაცემის თემებია: თემატური გაკვეთილი გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში "ზუკას შოუს" ახალი გადაცემის პრემიერა ინტერვიუ ცნობილ ფოტოხელოვანთან ირინა აბჟანდაძესთან

წიგნის პრეზენტაცია

14 Nov 2011

14 ნოემბერს, ევროპული სკოლის კაფეტერიაში ირინა აბჟანდაძისა და მაკა შაფათავას წიგნის "თხევადი მზის ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში შესულია უცნობი ფაქტები ცნობილი მეცენატებისა და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლზე საქართველოში მეღვინეობის განვითარებაში.