ახალი ამბები

მიმიო (Mimio) ინტერაქტიული დაფა საკლასო ოთახში

03 Nov 2011

მიმიოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში, რადგან ისინი შეუცვლელი არიან საკლასო ოთახში გაკვეთილების ჩატარების დროს.

პრეზენტაცია თემაზე - ვასწავლოთ ჰოლოკოსტის შესახებ

26 Oct 2011

ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, 15:00-ზე ევროპული სკოლის მასწავლებელი ნათია ფირცხალავა გაიმართავს პრეზენტაციას თემაზე - ვასწავლოთ ჰოლოკოსტის შესახებ. 

ევროპული სკოლის მოსწავლის წარმატებები

25 Oct 2011

ევროპული სკოლის IB MYP მოსწავლემ სანდრო თაყაიშვილმა ესპანეთში, კოსტა ბრავაში გამართულ მოცურავეთა შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა. აი რას ჰყვება იგი შეჯიბრის შესახებ:

ევროპული სკოლის მასწავლებელმა ნათია ფირცხალავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სემინარში

23 Oct 2011

2011 წლის 8-14 ოქტომბერს პოლონეთში, ოსვენციმში (კრაკოვი) გაიმართა ევროპის საბჭოს პროგრამა "პესტალოცის“ მიერ დაგეგმილი სემინარი. ტრეინინგის თემა იყო: ვასწავლოთ ჰოლოკოსტის შესახებ

მასწავლებელთა ტრენინგი და სემინარი ბაქოში

18 Oct 2011

2011 წლის 13-14 ოქტომბერს ბაქოში ჩატარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვის განათლების მუშაკთა სემინარი, რომლის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დროშის აღმართვის ცერემონია

17 Oct 2011

ახალი სასწავლო კვირის დაწყება ევროპულ სკოლაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. ამჯერად ეს პატივი IB სადიპლომო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს ხვდათ, რომლებმაც კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.

მემორანდუმის გაფორმება

15 Oct 2011

27 ოქტომბერს ევროპულ სკოლასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

მშობელთა კომიტეტის სხდომა

13 Oct 2011

13 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე. გაიმართება მშობელთა კომიტეტის სხდომა

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი

12 Oct 2011

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. ფინალში 1-2 ადგილებისთვის საფეხბურთო სკოლა ოლიმპის "ოლიმპი I“ და Flmin-go დაუპირისპირდნენ, 3-4 ადგილებისთვის კი "ოლიმპი I“ და ბარსა იბრძოდნენ.