ახალი ამბები

დროშის აწევის ცერემონია

10 Oct 2011

ევროპულ სკოლაში ახალი სასწავლო კვირა ტრადიციულად დროშის აწევის საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ეს პატივი ამჯერად ევროპული სკოლის მოსწავლეებს დალიდა ქადარიასა და ნათია თუთბერიძეს ერგოთ. მათთან ერთად იდგა ევროპული სკოლის ჩოგბურთის წრის ხელმძღვანელი ნინო ნალბანდიანი.

ევროპულ სკოლაში ივიკო ჭელიძის სახელობის ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა

08 Oct 2011

თბილისობის მიუხედავად ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ჩემპიონატში დაძაბული შეხვედრები მიმდინარეობს. ოლიმპი 2-ის გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 11:0 დაამარცხა IVგ კლასის დინამო. ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი Vბ კლასის ბარსასა და VIგ კლასის Next Level-ს შორის შედგა. ანგარიშით 11:1 ბარსამ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

IVგ კლასის ზეიმი

07 Oct 2011

პარასკევს, 7 ოქტომბერს 13:00 საათზე IVგ კლასი გიწვევთ ზეიმზე - "ვაშა, სკოლა დაიწყო!" ინგლისური ენის კათედრა

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღე

06 Oct 2011

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღემ არანაკლები სიმძაფრით ჩაიარა. გუნდები გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდნენ.

IVა კლასის ვიქტორინა

06 Oct 2011

ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს IVა კლასი გიწვევთ ვიქტორინაზე - "საზაფხულო არდადეგები" ინგლისური ენის კათედრა

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

05 Oct 2011

დღეს ევროპულ სკოლაში სტარტი აიღო ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირმა უმცროსკლასელთა შორის, რომელშიც ევროპული სკოლის მოსწავლეების გარდა, კონკურსგარეშე, საფეხბურთო სკოლა ოლიმპის ორი გუნდიც მონაწილეობს. გახსნის ცერემონიაზე მონაწილე გუნდებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა მოსიძემ, ივიკოს ოჯახის წევრებმა, ქალაქ თბილისის სპორტის სამსახურის უფროსმა მერაბ ჩიქობავამ და ივიკოს პირველმა მასწავლებელმა ანა კალანდაძემ. აღინიშნა, რომ ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, ხოლო თბილისის მერია დააწესებს ივიკოს ხსოვნის სპეციალურ, გარდამავალ თასს.

საფეხბურთო ტურნირი უმცროსკლასელთა შორის

05 Oct 2011

ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში იწყება ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი უმცროსკლასელთა შორის.ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილეობს საფეხბურთო სკოლა ოლიმპის ორი გუნდი.

ევროპულ სკოლაში ახალი მოსწავლეების მშობელთათვის სემინარი გაიმართა

04 Oct 2011

შაბათს, პირველ ოქტომბერს ევროპული სკოლის ახალი მოსწავლების მშობელთათვის მოეწყო სემინარი - ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში.

ES News 3 ოქტომბრის გამოშვება

03 Oct 2011

გადაცემას უძღვება 5გ კლასის მოსწავლე ელისაბედ სააკაძე. გადაცემის თემებია: IB კაფეტერიის გახსნა შეხვედრა გამოჩენილ ქართველ კინორეჟისორთან ალექსანდრე ნინუასთან სემინარი თემაზე - ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სასწავლო პროცესში